US wants all cars to talk to each other with V2V
technology
7 აგვისტო
აშშ-ის ტრანსპორტის ეროვნულ საბჭოს სურს, რომ ყველა
მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი, ასევე ავტობუსი, V2V საკომუნიკაციო
სისტემით იყოს აღჭურვილი, რომელიც მათ ერთმანეთთან და გარემოსთან ურთიერთობის
საშუალებას მისცემს. კვლევები ცხადყოფს, რომ V2V
(ვიიქლ-თუ-ვიიქლ, ანუ მანქანა მანქანასთან) და V2I
(ვიიქლ-თუ-ინფრასტრუქჩა, ანუ მანქანა ინფრასტრუქტურასთან) კომუნიკაციებს,
დაახლოებით ავარიების 82 პროცენტის თავიდან აცილება, ასევე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის
გამონაბოლქვის შემცირება შეუძლია. ეს კი შესაძლებელია მძღოლების ინფორმირებით
გზებზე არსებული ვითარების შესახებ.
ამჟამად ავტომწარმოებლები ინტენსიურად ცდილობენ
ისეტ ელექტრონული სისტემების სერიულ ავტომობილებზე დანერგვას, რომლებიც ავტომობილებს
შორის და ავტომობილსა და გარემოს შორის კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. მაგრამ
მათ ასეთი ტექნოლოგიების დანერგვას არავინ ავალდებულებს. მაგრამ ამერიკის
მთავრობის დეპარტამენტის მიერ საკუთარი სურვილის ოფიციალურად გამოცხადება პირველი
ნაბიჯია შესაბამისი რეგლამენტის შემოღებისკენ.
სისტემის
მთავარი არსი ისაა, რომ ავტომობილი სიახლოვეს მოძრავ და გაჩერებულ ავტომობილებს
მესიჯით ატყობინებს - „მე აქ ვარ“. სისტემაში აუცილებლად იქნება ჩართული GPS
(გლობალური პოზიციონირების სისტემა) სისტემა, რომელიც ავტომობილების ადგილმდებარეობას,
მოძრაობის მიმართულებას და სიჩქარეს განსაზღვრავს. კომპიუტერი თავს უყრის მიღებულ
ინფორმაციებს და რეალურ დროში, გზაზე არსებული სიტუაციის დინამიკურ სურათს ხატავს.
ამ ინფორმაციას კომპიუტერივე გადაამუშავებს და ავტომობილი ან დამოიკიდებლად
მიიღებს გადაწყვეტილებას, ან სისტემა ანგარიშს მძღოლს ჩააბარებს. მასთან
კომუნიკაციას კი ხმოვანი სიგნალებით, მოციმციმე ნათურებით, ან საჭის ვიბრაციით
დაამყარებს.
V2V სისტემა მხოლოდ დამხმარეა და მას არ შეუძლია მძღოლის
მთლიანად შეცვლა. თუმცა, ზოგიერთი კომპანია უკვე მუშაობს სრულიად ავტონომიურ
ავტომობილებზე. მაგალითად, „გუგლმა“ აბსოლუტურად ავტონომიური ექსპერიმენტული ავტომობილები
დაამზადა, რომლებსაც უკვე ასეულობით ათასი კილომეტრი, პრაქტიკულად ავარიის გარეშე აქვთ
გავლილი საერთო სარგებლობის გზებზე. სრულიად ავტონომიურ S-კლასის სედანს მალე გვპირდება
„მერსედეს-ბენცი“. საინტერესო ისაა, რომ ასეთი ავტომობილები ბაზარზე გაცილებით
ადრე გამოჩნდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
აშშ-ის ტრანსპორტის ეროვნული საბჭოს მიერ
რეკომენდაციების გამოქვეყნება დააჩქარა ორი სასკოლო ავტობუსის ფატალურმა ინციდენტმა,
რომლებიც შარშან მოხდა. ორივე ავარია გზაჯვარედინებზე მოხდა და ორივე შემთხვევაში,
ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. თუ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული
ადმინისტრაცია (NHTSA) V2V
ტექნოლოგიის სტანდარტს შეიმუშავებს, მაშინ პირველ ეტაპზე, სისტემით აღჭურვა სავალდებულო
გახდება ყველა იმ ავტომობილისთვის, რომელსაც მუდმივად მაგისტრალზე მოძრაობა უწევს.
No comments:
Post a Comment