დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 9, 2013

„სუზუკის“ ახალი კომპაქტური ქროსოვერი SX4

New 2014 Suzuki SX4 Compact Crossover
9 ივლისი
„სუზუკიმ“ წარმოებისთვის მომზადებული, კომპაქტური ქროსოვერი SX4 ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა. ეს ავტომობილი კომპანიის ევროპულ (მათ შორის საქართველოშიც) შოურუმებში სექტემბრის ბოლოს გამოჩნდება. მანამდე კი, აქტუალობა რომ არ განელდეს, ამ ავტომობილის ახალ ფოტოებს და მის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გაგახსენებთ მთავარს, რაც ამ ავტომობილს უკავშირდება. უფრო სწორედ, მის სახელს. საქმე ისაა, რომ ადრე SX4 სუბკომპაქტურ (B სეგმენტის) ქროსოვერს ერქვა, ახალი ავტომობილი კი კომპაქტური (C სეგმენტის) ქროსოვერია. ამ სეგმენტში მას ისეთი პოპულარული კონკურენტი დახვდება, როგორიცაა „ნისან ქაშკაი“. სხვათა შორის, ამასაც მალე შეცვლა ელის.

ახალი SX4 ძველზე 160 მილიმეტრით გრძელი (სიგრძეა 4 300 მილიმეტრი), 10 მილიმეტრით განიერი და 10 მილიმეტრით მაღალია. ამასთან, ბორბლებს შორის ბაზა 100 მილიმეტრით არის გაზრდილი. შესაბამისად, 270-დან 430 ლიტრამდე გაიზარდა საბარგულის მოცულობა.
ავტომობილი აღიჭურვება საფირმო სრულ ამძრავიანი სისტემით „ოლგრიპ“, რომელსაც მუშაობის ოთხი რეჟიმი აქვს. ყველა რეჟიმს - ავტო, სპორტ, სნოუ და ლოქ მძღოლი თავად ირჩევს. მყიდველს მხოლოდ ორ ძრავს შესთავაზებენ. ორივე 1.6-ლიტრიანია. ოღონდ, ერთი ბენზინზე მუშაობს, მეორე კი - დიზელზე.
ტურბო დიზელის ძრავი 118 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მას უწყვილდება 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება. სტანდარტულ ეკიპირებაში შედის სისტემა სტარტ-სტოპი. ასეთი ავტომობილი 100 კილომეტრის გასავლელად 4.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე 110 გრამია.
მეორე ძრავის სიმძლავრეც 118 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი ორჯერ ნაკლები - 156 ნიუტონმეტრი. ამ შემთხვევაში, სტანდარტულ ეკიპირებაშია 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი და მყიდველს შეუძლია უსაფეხურო ვარიატორის (CVT) შეკვეთა. კომბინირებული ციკლით, ამ აგრეგატებით აღჭურვილი SX4 ას კილომეტრზე 5.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს. რაც შეეხება გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას, ეს მონაცემი არ გამოქვეყნებულა.

No comments:

Post a Comment