დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 9, 2013

„ფერარი“ წავა, თუ კალენდრიდან მონცა ამოვარდება

Ferrari should quit F1 if Monza axed - Lombardy
9 ივლისი
„ფერარი“ ფორმულა ერთს დატოვებს, თუ კალენდარში ისტორიულ მონცაზე რბოლას არ შეიტანენ, - ამბობს ლომბარდიის მხარის პრეზიდენტი რობერტო მარონი. ის გამოეხმაურა ბერნი ეკლსტოუნის მიერ ახლახანს გამოთქმულ მოსაზრებას, რომ თვით მონცასაც არ აქვს გარანტირებული ადგილი კალენდარში, თუკი ევროპული ეტაპების რიცხვის შემცირება გახდება აუცილებელი.
ეკლსტოუნი სულ უფრო ინტენსიურად ცდილობს კალენდარში ახალი რბოლების შეტანას. მისი ინტერესი სწრაფად განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნებისადმი აშკარაა. კორეა, ინდოეთი, მალე რუსეთი... ამერიკაში რბოლის ჩატარების სურვილი ბუნებრივია, მაგრამ ახლახანს გაირკვა, რომ ბერნის სამი ამერიკული ეტაპი სურს - ოსტინს მალე ნიუ ჯერსი დაემატება, ბერნი კი ლონგ ბიჩის რბოლის ჩატარებასაც გეგმავს. ფ1-ის რბოლის მასპინძლობა მექსიკასაც სურს. ახლახანს კი გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიგში ტაილანდი და აზერბაიჯანიც კი დგას...
„ის (ეკლსტოუნი) თვლის, რომ ის მსოფლიოს მამა და გამგებელია. მაგრამ ის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, თუ ხალხს არ მოელაპარაკება. თუ ის მონცას კალენდარში არ შეიტანს, მაშინ ერთი რამ აუცილებლად მოხდება - „ფერარი“ ფორმულა ერთის და დიდი პრიზების სამყაროს დატოვებს“, - „ლა რეპუბლიკასთან“ საუბრისას განაცხადა მარონიმ.

No comments:

Post a Comment