დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 9, 2013

„მერსედეს-ბენცი“ ფრანკფურტში პლაგ-ინ ჰიბრიდულ S-კლასს წარადგენს

Mercedes-Benz S-Class plug-in hybrid coming to Frankfurt
9 ივლისი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე „მერსედეს-ბენცი“ თავისი უახლესი, S-კლასის სედანის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსიას წარადგენს. მისი გაყიდვები კი, სტანდარტული სედანის გაყიდვების დაწყებიდან დაახლოებით ექვს თვეში დაიწყება. ამ ინფორმაციას ავრცელებს ავსტრალიური ვებგვერდი „ქარსეილსი“.
იმავე გამოცემის ინფორმაციით, საწვავის ეკონმიურობის და გამონაბოლქვის სისუფთავით, ჰიბრიდულ S-კლასს „პორშე პანმერა S E-ჰაიბრიდზე“ და თვით „ტოიოტა პრიუსის“ ზოგიერთ ვარიანტზეც კი უკეთესი მახასიათებლები ექნება. ავსტრალიაში ავტომობილს S500-ს დაარქმევენ, ევროპაში კი - ალბათ S550-ს.
დიდი „ბენცი“ ბენზინის 3.5-ლიტრიანი V6 და ელექტრო ძრავებით აღიჭურვება. პირველი მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებს მიაწვდის, მეორე კი - წინებს. შიდაწვის ძრავის სიმძლავრე 333 ცხენის ძალაა, ელექტრულისა კი ამ ეტაპზე უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ მას ენერგიით 8.7 კილოვატსაათი ტევადობის ელემენტების ბლოკი მოამარაგებს.
ავსტრალიური გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 3.0 ლიტრი საწვავი ეყოფა. მარტო ელექტრო ენერგიით 30 კილომეტრის გავლას შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 120 კმ/სთ იქნება. ძალური დანადგარის კომბინირებული რეჟიმით მუშაობისას, ავტომობილი ყოველ კილომეტრზე ატმოსფეროში 75 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

No comments:

Post a Comment