დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 9, 2013

ჰამილტონის აზრით, საბურავებმა ტიტულის იმედი დააკარგვინა

Hamilton says tyres costing him 2013 title tilt
9 ივლისი
მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი უკმაყოფილოა - მართალია, სეზონის დაწყებამდე ის მუდმივად იმეორებდა, რომ „მერსედესთან“ ერთად, პირველივე სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლებლად მიაჩნდა, მაგრამ თითქმის ნახევარი სეზონის შემდეგ ირწმუნება, „პირელის“ შეუცნობელი საბურავები რომ არა, ტიტულისთვის ბრძოლა რეალური იქნებოდაო.
„ამჟამად ჩემპიონობაზე არც ვფიქრობ. ამას აზრი არ აქვს“, - ამბობს ბრიტანელი მრბოლი, ვინც ამ სეზონში სამი კვალიფიკაცია კი მოიგო, მაგრამ რბოლაში გამარჯვებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მის თანაგუნდელ ნიკო როსბერგის ანგარიშზეც სამი პოულია. სამაგიეროდ, მას ორი რბოლა აქვს მოგებული და მაინც, ჰამილტონს კლასიფიკაციაში ჩამორჩება.
მას შედარება მოჰყავს ჩოგბურთთან, სადაც როგორც იქნა, ბრიტანელმა მეჩოგნემ შეძლო უიმბლდონის მოგება. ენდი მარი ბოლო 77 წელიწადში პირველი ბრიტანელია, ვინც დიდი სლემის ბრიტანული ტურნირის ჩემპიონი გახდა. „იქ ენდის მხოლოდ ერთ ჩოგანთან აქვს საქმე. მოტორ რბოლებში კი იმდენი ელემენტია - ელექტრონიკა, საკიდარი, საბურავები. ამ ყველაფერს ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ“, - ამბობს ჰამილტონი.
ნურბურგრინგზე „პირელიმ“ სრულიად განსხვავებული საბურავები ჩაიტანა, ვიდრე სილვერსტოუნზე ჰქონდა. თანაც, გუნდებს საბურავების მხარეების მონაცვლების უფლებაც აღარ აქვთ. უნგრეთში კი იტალიური კომპანია კიდევ უფრო განსხვავებულ რეზინს ჩაიტანს, რომელსაც შარშანდელი საბურავების აგებულება და ამ სეზონის საბურავების შემადგენლობა ექნება.
„ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ, რომ ამ საბურავებმა ჩვენს მანქანაზე კარგად იმუშაოს. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ რბოლაც მოვიგო, მაგრამ ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ეს შეუძლებელია“, - ამბობს 28 წლის პილოტი.

No comments:

Post a Comment