დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 27, 2013

ჰამილტონის ზედიზედ მესამე პოული

Hamilton scorches to third pole in a row
27 ივლისი
ლუის ჰამილტონს უნგრეთის დიდი პრიზი „მაკლარენით“ სამჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ამჯერად ჰუნგარორინგზე „მერსედესით“ ასპარეზობს და მართალია, მოგების მცირე შანსი აქვს, მაგრამ კვალიფიკაციაზე მაინც გამოიჩინა თავი და ზედიზედ მესამე, ამ სეზონში კი მეოთხე პოული მოიპოვა.
„პოულზე ვართ? იე, მეც ისევე გაკვირვებული ვარ, როგორც თქვენ“, - რადიოში გასძახა ჰამილტონმა თავის თანაგუნდელებს მას შემდეგ, რაც 0.038 წამით აჯობა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონსა და ამ სეზონის ლიდერ სებასტიან ფეტელს. გერმანელი მრბოლი ჩემპიონატში დამაჯერებლად ლიდერობს - უახლოეს მდევარ ფერნანდო ალონსოს 34 ქულას უგებს და თანაც, ყველაზე კონკურენტუნარიან მანქანასაც მართავს.
რბოლა ურთულეს პირობებში ჩატარდა - კვალიფიკაციის დასაწყისში, გზის საფარის ტემპერატურა 50 გრადუსსაც კი აღწევდა. ჰამილტონმა აღნიშნა, რომ ასეთ სიცხეში რბოლა ძალიან ძნელი იყო. არ მეგონა, თუ ასეთი კარგი წრე გამომივიდა, ვფიქრობდი, პოული სებასტიანს დარჩებოდაო. სხვათა შორის, ჰამილტონმა შარშან რბოლა პოულიდან მოიგო, თუმცა წელს ჯერ გამარჯვების გარეშეა.
მესამე და მეოთხე დროები რომენ გროჟანმა და ნიკო როსბერგმა აჩვენეს. მეხუთე დრო კი ალონსოს ჰქონდა, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია, კვალიფიკაციაში არ გაუმარჯვია. სხვათა შორის, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ორშაბათს 32 წელი უსრულდება.
„სისულელე იქნება, თუ დავიწყებ ლაპარაკს, რომ პოული უნდა მომეგო. „მერსედესს“ კვალიფიკაციაში კარგი სიჩქარე აქვს და მე პატივს ვცემ მათს მიღწევებს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ცოტა სწრაფი ვყოფილიყავი და პოულიც მომეპოვებინა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კარგი მანქანით ვარ და პოზიციაც კარგი მიკავია. კარგი რბოლა უნდა გვქონდეს და საკმაოდ თავდაჯერებულიც ვარ“, - განცხადა ფეტელმა, ვისაც ჯერ უნგრეთში გამარჯვების შამპანური არ დაულევია.
ეს პირველი რბოლაა, რომელზეც „პირელიმ“ ახალი საბურავები გამოიტანა. სილვერსტოუნზე მომხდარი ინციდნტების შემდეგ, იტალიურმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ საბურავების ის სტრუქტურა გამოეყენებინა, რომელიც შარშან ჰქონდა, რეზინი კი წლევანდელია. ამ საბურავების ტესტირების საშუალება კი „მერსედესს“ არ მისცეს (სასჯელი საიდუმლო ტესტებში მონაწილეობისთვის). მაგრამ როგორც ჰამილტონი ამბობს, გუნდმა ბუდაპეშტისთვის რამდენიმე სიახლე მოამზადა და როგორც ჩანს, ამან კარგად იმუშავა.
აღსანიშნავია, რომ რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა გროჟანის „ლოტუსის“ ძირის წინა ნაწილის სიხისტე დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა მათვე გაარკვიეს, რომ ეს შეიძლებოდა გამოეწვია იმ ინციდენტს, რომელიც ფრანგ მრბოლს კვალიფიკაციის მეორე ფაზაში შეემთხვა. მოკლედ, გროჟანი არ დაისაჯა და ის სტარტს მესამე პოზიციიდან აიღებს.

უნგრეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:19.388
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:19.426
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:19.595
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:19.720
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:19.791
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                        1:19.851
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:19.929
8. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:20.641
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:22.398
10. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:20.569
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:20.580
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:20.777
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:21.029
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:21.133
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:21.219
- - - - - - - - - -
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:21.724
18. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:22.043
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:23.007
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:23.333
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:23.787
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:23.997

No comments:

Post a Comment