Subaru WRX Concept to Make European Debut at
Frankfurt
26 ივლისი
იმ შემთხვევაში, თუ „სუბარუს“ ფრანკფურტის მოტორ
შოუსთვის რაიმე სიურპრიზი არ აქვს მომზადებული, მის სტენდზე, სერიულ
ავტომობილებთან ერთად, ორ უკვე ცნობილ კონცეპტუალურ ავტომობილსაც ვიხილავთ. ერთია
ქროსოვერი „ვიზივი“, მეორე კი სპორტული სედან WRX, რომლის სახელიც, რალის მსოფლიო
ჩემპიონატთან კავშირზე მიგვანიშნებს.
„სუბარუ WRX“ პირველად საზოგადოების წინაშე ნიუ
იორკის მოტორ შოუზე წარსდგა, სადაც დამთვალიერებლების, სპეციალისტების და პრესის
მოწონება დაიმსახურა. ფრანკფურტში მისი ევროპული დებიუტი შედგება. ამ ავტომობილით,
იაპონური კომპანია თავის მომავალ სერიულ ავტომობილს გვიჩვენებს. „სუბარუ“ გვპირდება,
რომ ფრანკფურტში ახალ ტურბოძრავსაც გაგვაცნობს, რომლითაც სწორედ WRX აღიჭურვება.
რაც შეეხება „ვიზივს“, ესეც წლევანდელი
ავტომობილია, ოღონდ პირველად ჟენევის მოტორ შოუზე ვიხილეთ. ამ ავტომობილით,
იაპონურმა კომპანიამ თავისი მომავალი სტილის მიმართულება და ტექნოლოგიური სიახლეები
გაგვაცნო. იმავდროულად, „ვიზივი“ შეიძლება „სუბარუს“ მომავალი სერიული
ავტომობილიცაა და არაა გამორიცხული, რომ ამასთან დაკავშირებით, ახალი ამბავი
სწორედ ფრანკფურტისთვისაა შემონახული.
იმავდროულად, „ვიზივი“ ჰიბრიდული სისტემითაა
აღჭურვილი, რომელშიც 2.0-ლიტრიანი ჰორიზონტალურად ოპოზიტური ტურბო დიზელი და ორი
ელექტრო ძრავია გაერთიანებული. ამასთან, ორივე ელექტრო ძრავი მანქანის უკან მდებარეობს.
No comments:
Post a Comment