დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 26, 2013

„აუდი“ ჩინეთისთვის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილს ამზადებს

Audi Readying Plug-in Hybrid for the Chinese Market
26 ივლისი
„აუდიმ“ გამოაცხადა, რომ ჩინური ბაზრისთვის, პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრო მობილს შეიმუშავებს. გერმანულ კომპანიასთან ერთად, ამ პროექტზე მისი ჩინელი პარტნიორის, კომპანია FAW-ის (იშიფრება, როგორც ფირსტ ავტომოტივ ვორკს) სპეციალისტებიც იმუშავებენ.
„ჩვენი საწარმოო შესაძლებლობების ჩინეთში ექსპანსია და პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილის პროექტზე მუშაობისას FAW-თან კოოპერაცია, რაც ჩინურ ბაზარზეა გათვლილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენ საერთაშორისო დონეზე კონკურენტულ პოზიციას კიდევ უფრო განვიმტკიცებთ. რაც მთავარია, ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც 2020 წლამდე გაყიდვების ორ მილიონამდე გაზრდაში დაგვეხმარება“, - ამბობს „აუდის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე რუპერტ შტადლერი.
მართალია, თავისი გეგმები გამოაცხადა, მაგრამ გერმანულ კომპანიას ჰიბრიდული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია. სამაგიეროდ, შტადლერმა სიამაყით გვაუწყა, რომ „აუდი“ და FAW-ი უკვე 25 წელია, პარტნიორები არიან. დაკიდევ, ინგოლშტადტელებს ცისქვეშეთში უკვე ორი მილიონი ავტომობილი გაუყიდავთ.

No comments:

Post a Comment