დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 19, 2013

ამ მანქანამ იცის, როდის უნდა დაიკეცოს...

The Casple-Podadera city car knows when to fold 'em
19 თებერვალი
თანამედროვე ევროპული ქალაქების პრობლემა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გარდა, მანქანის გასაჩერებელი ადგილების ნაკლებობა და გზების გადატვირთვაცაა. ამიტომაა, რომ ძველ კონტინენტზე კომპაქტური და სუბკომპაქტური ავტომობილები პოპულარობით სარგებლობს. ზოგიერთ ქვეყანაში კი ჯუჯა „სმარტი“ და მისთანებიც ხშირად შეგხვდებათ.

ფორმულა ერთის სახელოვანმა ინჟინერმა გორდონ მარიმ ჯუჯა ავტომობილები (T.25 და T.27) შეიმუშავა, რომლებიც სადგომზე კომპაქტურ ჰეჩბეკზე სამჯერ ნაკლებ ადგილს იკავებენ. ბასკურმა კონსორციუმმა კი, მასაჩუსეტსის ტექნიკურ ინსტირურღან ერთად, დასაკეცი ელექტრომობილი „ჰირიკო“ შექმნა და მალე მის წარმოებასაც დაიწყებს.
ანალოგიური - დასაკეცი ავტომობილის იდეა, ცნობილმა ესპანელმა ინჟინერმა ფრანცისკო პოდადერამაც დაამუშავა და ბურგოსში ბაზირებულ ბიზნეს ჯგუფ „კასპლესთან“ ერთად შექმნა კონცეპტუალური ორადგილიანი, დასაკეცი, საქალაქო მინი ავტომობილი, სახელად „კასპლე-პოდადერა“, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში, „სმარტზე“ ნაკლებ ადგილს იკავებს.
კომპანიონებმა ინჟინრის ნააზრევის განხორციელებას სამი წელი მოანდომეს. ავტომობილს გაშლილ მდგომარეობაში 2.3 მეტრი სიგრძე აქვს. მაგრამ როდესაც პარკირებაა საჭირო, უკანა ბორბლები ძარის ქვეშ შედის და ავტომობილი ისე მოკლდება, რომ კომპაქტური ჰეჩბეკის განივ კვეთში ეტევა. ამასთან, ავტომობილი სიმაღლეში იზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ძალიან პატარაა, მას აქვს ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონები, რომლებიც მძღოლს და მგზავრს ავარიის შემთხვევაში დაიცავენ. მანქანა ღიაა, თუმცა მას უკანა ღერძის საყრდენებთან გვერდითა დამჭერებია მოთავსებული. ამასთან, შესაძლებელია შეკვეთით შუშის კარის დაყენება. მანქანას წინ საბარგულიც კი აქვს, რომლის მოცულობაც 200 ლიტრს აღწევს.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ისინი პროექტის ავტორებმა კომპიუტერული სიმულაციით მიიღეს. კასპლე-პოდადერა“ ელექტრომობილია. ერთი დამუხტვით მას ქალაქში 130 კილომეტრის გავლა შეუძლია. ენერგიის ხარჯი, ყოველ კილომეტრზე, 95 ვატისაათშია. ჯუჯას, რომელიც 720 კილოგრამს იწონის, 100 კმ/სთ სიჩქარის (მისი მაქსიმალური სიჩქარე უცნობია) აკრეფა 11 წამში შეუძლია.
მართალია, პირველი ექსპერიმენტული ავტომობილი ელექტრულია, მაგრამ მისი აგებულება ისეთია, რომ მის სტრუქტურაში შედაწვის და ჰიბრიდული ძრავებიც ადვილად ჯდება.
ამ ეტაპზე, ესპანური ჯგუფი იმაზე მუშაობს, რომ თავისი ქმნილება წარმოებამდე მიიყვანოს. ამისათვის კი ინვესტორების გარდა, ტექნიკური პარტნიორების მოძებნაცაა საჭირო.

No comments:

Post a Comment