დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 19, 2013

„ფორდი“ პიკაპ „რეინჯერის“ შემცვლელს გამოუშვებს


Ford Pondering Ranger Replacement
19 თებერვალი
ორი წლის წინ, „ფორდმა“ კომპაქტურ პიკაპ „რეინჯერის“ წარმოება გააჩერა, რისი მიზეზიც, ამ კლასის პიკაპებზე მოთხოვნის შემცირება გახდა. მაგრამ მარკეტინგულმა გამოკვლევამ და კონკურენტთა წარმატებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ ბაზრის ეს სეგმენტი კვლავაც საინტერესოა. და როგორც გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ იუწყება, ცისფერი ოვალი „რეინჯერის“ ბაზარზე დაბრუნებას აპირებს.

„ფორდ ტრეკსის“ მარკეტინგის მენეჯერი დაგ სკოტი ამბობს, რომ წლების განმავლობაში, კომპაქტური პიკაპები, საწვავზე ისეთივე აპეტიტს ავლენდნენ, როგორსაც სრულგაბარიტიანი პიკაპები. მათი ფასებიც კი მცირედ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ყოველივე ამან, პატარა საბარო ავტომობილებზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირება გამოიწვია. კონკრეტულად კი, თუ ადრე ასეთი ავტომობილები წლიურად ორ მილიონამდე იყიდებოდა, ახლა ბაზრის მოცულობა თითქმის ათჯერ არის შემცირებული.
სკოტის აზრით, ახალ „რეინჯერს“ საბარგულის გაზრდილი მოცულობა და საწვავის ეკონომიური ხარჯი უნდა ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, ბაზარზე მის დაბრუნებას აზრი არ ექნება. ამასთან, აუცილებელია ისიც, რომ ავტომობილის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლოს. ის ასევე აცნბიერებს ფაქტს, რომ „ფორდის“ სამოდელო გამას აუცილებლად სჭირდება „რეინჯერის“ შემცვლელი.
„ქარ ენდ დრაივერის“ ინფორმაციით, „ფორდს“ ჯერ ახალი „რეინჯერის“ შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, პროექტის ბიზნეს მოდელი მუშავდება. ეს კი ნიშნავს, რომ თუ „რეინჯერის“ დაბრუნებას დირბორნში მწვანე შუქს აუნთებენ, ახალი ავტომობილის ბაზარზე გამოჩენას რამდენიმე წელი დასჭირდება.

No comments:

Post a Comment