დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 12, 2015

ავსტრალიელები სიჩქარის მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებენ

Australia Aims for World Speed Record with Aussie Invader 5R
12 დეკემბერი
ავსტრალიის ქალაქ პერტში ბაზირებულ გუნდ „ოზი ინვეიდერს“ (ავსტრალიელი დამპყრობელი), ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის დამყარება აქვს გადაწყვეტილი. მისი მიზანი 1600 კმ/სთ სიჩქარის მიღწევაა. უფრო მეტიც, ადგილიდან 1600 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მათს სარბოლო ავტომობილს, რომელიც სარაკეტო ძრავითაა აღჭურვილი, სულ რაღაც, 20 წამი უნდა ეყოს. გუნდს ავსტრალიის სიჩქარის რეკორდის მფლობელი, როსკო მაკგლაშენი ხელმძღვანელობს და ვინც ასევე სარეკორდ ავტომობილის პილოტიც იქნება. რეკორდის დამყარება მომავალ წელს იგეგმება.

„ტორო როსო“ ახალ მანქანაზე გამალებით მუშაობს

Toro Rosso Working Overtime On 2016 F1 Car
12 დეკემბერი
„სკუდერია ტორო როსოს“ თანამშრომლებს, ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობა უწევთ. იტალიური გუნდს საინჟინრო შტაბი და საწარმო ამ რეჟიმში ყოველდღიურად მუშაობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გაიგეს იმ ძრავის პარამეტრები, რომლებიც თავიანთ საკმაოდ წარმატებულ შასის უნდა მოარგონ.

„ბენტლი“ დეტროიტის მოტორ შოუს გამოტოვებს

 Bentley Decides to Skip All U.S. Auto Shows in 2016
12 დეკემბერი
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „ბენტლიმ“ გადაწყვიტა, რომ მომავალ წელს, შეერთებულ შტატებში გასამართი ყველა დიდი საავტომობილო შოუ გამოტოვოს. ქრიუელებს სურთ, რომ თავიანთ ამერიკელ დილერებთან, რომელთა რიცხვმაც 45-ს მიაღწია, თანამშრომლობა გააუმჯობესონ და ამ ეტაპზე, ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით გაამახვილონ.

ევროპელები შიდაწვის ძრავებს აკრძალავენ... 2050 წლიდან

Eight US States And Four European Countries To Ban Petrol And Diesel Car Sales From 2050
12 დეკემბერი
მანამდე დიდი დროა, მაგრამ ეს თემა უკვე ძალიან აქტუალურია. ახლახანს „ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ 2050 წლიდან მის გამაში აღარ იქნება შიდაწვის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები. და აი, შეერთებული შტატების რვა შტატმა და ევოპის ოთხმა სახელმწიფომ, იაპონურ კომპანიას მხარი აუბა და გამოაცხადა, რომ 2050 წლიდან მათს ტერიტორიებზე შიდაწვისძრავიანი, ბენზინის და დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები აიკრძალება.

Friday, December 11, 2015

„რენო-ნისანმა“ საფრანგეთის მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწია

Renault-Nissan reaches deal with France, ending power struggle
11 დეკემბერი

„რენომ“, „ნისანმა“ და საფრანგეთის მთავრობამ რვათვიანი მოლაპარაკების შემდეგ, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მონაწილეობა ავტო მწარმოებელთა ალიანსის მართვაში შეიზღუდება. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, საფრანგეთის მთავრობის წილის ჭერი, ხმის უფლების მქონე აქციებში, 17.9 პროცენტით განისაზღვრა. ამასთან, „რენოს“ აქციონერთა არასტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, იმავე მთავრობის წილი 20 პროცენტი იქნება.

„ფორდი“ ელექტრომობილებს 4.5 მილაირდ დოლარს მოახმარს

Ford invests $4.5 billion to build more electric cars
11 დეკემბერი
„ფორდის“ მთავარმა აღმასრულებელმა მარკ ფილდსმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანია 2020 წლამდე ელექტრომობილების გამის გაფართოებას 4.5 მილიარდ დოლარს მოახმარს. მისივე თქმით, „ფორდის“ ისტორიაში ეს ელექტრომობილებზე გაწეული უდიდესი ინვესტიციაა, რაც ცისფერ ოვალს, ამ პერიოდში 13 ახალი ელექტრომობილის შემუშავების საშუალებას მისცემს. ამასთან, „ფორდის“ მოდელების 40 პროცენტს სხვადასხვა ტიპის ეკოლოგიური მოდიფიკაცია ექნება.

ფანხიოს 1956 წლის „ფერარი“ 28 მილიონ დოლარად გაიყიდა

Fangio’s 1956 Ferrari Gets Sold for $28 Million
11 დეკემბერი
„RM სოთბისის“ მიერ ორგანიზებულ აუქციონზე, 1956 წელს დამზადებული სარბოლო „ფერარი 290MM“, შასის ნომრით 0626 და „სკალიეტის“ ძარით, არც მეტი, არც ნაკლები, 28 მილიონ დოლარად გაიყიდა. რა თქმა უნდა, ძალიან ძვირია, მაგრამ მისი ასეთი ფასი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.

„პორშემ“ პირველად გაჰყიდა წელიწადში 200 000 ავტომობილი

Porsche Delivers 200,000 Cars In Calendar Year For The First Time
11 დეკემბერი
ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ, ბევრი ავტომწარმოებლის გაყიდვების შემცირება გამოიწვია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პრობლემა არ შეხებია „პორშეს“, რომელმაც გამოაცხადა, რომ თავის ისტორიაში პირველად შეძლო 200 000-იანი ზღვარის გადალახვა. და ეს მიმდნრე წლის დასრულებამდ ერთი თვით ადრე მოხდა.

Thursday, December 10, 2015

„პორშე“ „ბოქსტერს“ და „კაიმანს“ 718-ს დაარქმევს

 Porsche Renames Next Boxster & Cayman To 718, Confirms 4-Cylinder Turbo Engines
10 დეკემბერი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ მომავალი წლიდან ახალ „ბოქსტერს“ და „კაიმანს“ სახელში რიცხვ 718-ს დაამატებს. გერმანულ კომპანიას ეს რიცხვი თავისი პატარა სპორტული ავტომობილისთვის ჰქონდა შემონახული, მაგრამ თაროზე მისი შემოდების შემდეგ, 718-ის ნახსენები მოდელებისთვის გამოყენება გადაწყდა.

„მაკლარენმა“ P1-ის ბოლო ეგზემპლარი დაამზადა

McLaren P1 Production Is Over, This Is The Final Example
10 დეკემბერი
„მაკლარენის“ ფაბრიკამ ჰიბრიდულ ჰიპერ ავტომობილ P1-ის ბოლო, 375-ე ეგზემპლარი გამოუშვა. ბოლო ავტომობილი იმავე, მარგალიტისებრ ფორთოხლისფერში შეიღება, როგორი ფერითაც ლეგენდარულ „მაკლარენ F1-ის“ ბოლო, 64-ე ეგზემპლარი (შასის ნომერი #075) დამზადდა. ბოლო P1-ის ზოგიერთი დეტალი, მათ შორის სპლიტერი, დიფუზორი და გვერდითა აეროდინამიკური ელემენტები, კარბონის კომპოზიტის ფაქტურაშივეა დატოვებული. ბორბლები კი ვერცხლისფერია.

„ფორდი“ სრულ ამძრავიანი მოდელების გაყიდვების გაორმაგების მოლოდინშია

Ford Expects To Double Its AWD Model Sales In Europe In 2016
10 დეკემბერი
„ფორდ მოტორი“ მოელის, რომ მომავალ წელს ევროპის ბაზარზე 139 000 სრულ ამძრავიან ავტომობილს გაჰყიდის, რაც შარშანდელი გაყიდვების მოცულობაზე თითქმის 120 პროცენტით მეტია. ცისფერ ოვალს მომავალ წელს ძველ კონტინენტზე შეთავაზებაში 17 მოდელ ექნება, რომელთაგან რვა სრულ ამძრავიანი უნდა იყოს. მათ შორისაა უგზოობის „კუგა“ და „ეჯი“, ასევე მინივენები „გალაქსი“ და „S-მაქსი“, სედანი „მონდეო“ და რა თქმა უნდა, ტემპერამენტიანი ჰეჩბეკი „ფოკუს RS“.

„მერსედესი“ თავის ყოფილ ინჟინერს შპიონაჟში ადანაშაულებს

Mercedes-AMG F1 Sues Engineer for Data Theft
10 დეკემბერი
ფორმულა 1-ში შეიძლება შპიონაჟის ახალი სკანდალი აგორდეს. „მერსედეს-AMG ჰაი პერფორმენს პაუერტრაინსმა“, რომელიც ფ1-ის გუნდ „მერსედეს-AMG პეტრონსისთვის“ ძრავებს ამზადებს, თავის ყოფილ ინჟინერ ბენჯამინ ჰოილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სამქიმიანები ირწმუნებიან, რომ ჰოილმა კონფიდენციალური ინფორმაცია მეტოქე გუნდს, დიდი ალბათობით, „ფერარის“ გაანდო, სად გადასვლასაც ამ თვის ბოლოდან აპირებდა.

Wednesday, December 9, 2015

ახალი ინფორმაცია „შელის“ და გორდონ მარის მინი ავტომობილის შესახებ

Shell and Gordon Murray reveal details of 100mpg city car
9 დეკემბერი
„შელი“ და გორდონ მარის საინჟინრო კომპანია აგრძელებენ საქალაქო მინი ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებას და თანდათან გვაცნობენ მის თვისებებს. მაგალითად იმას, რომ ავტომობილის წონა 600 კილოგრამზე ნაკლები იქნება და ის ქალაქში მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, დაახლოებით 2.8 ლიტრ საწვავს იმყოფინებს.

„ლაფერარი“, 918 და P1 ერთ შოურუმში

UK Dealership Has LaFerrari, McLaren P1 and Porsche 918 Spyder For Sale
9 დეკემბერი
„ფერარი ლაფერარი“, „მაკლარენ P1“ და „პორშე 918 სპაიდერი“ ის ჰიპერ ავტომობილებია, რომლებიც ნებისმიერ ავტომოყვარულს ოცნებას დააწყებინებს, მაგრამ ჯერ ერთი, ფასის გამო, თავიდანვე ბევრს დაეკარგებოდა მადა, თანაც მარანელოელებმა ის თავიანთ ყველაზე გამორჩეულ კლიენტებს მიჰყიდეს, რათა გადამყიდველებისგან მაქსიმალურად დაეცვათ.

ბადრი ქორიძის ლომგული „ზაპია“

9 დეკემბერი
გულახდილად თქვით, რამდენს გიოცნებიათ, რომ „ჭიჭიკოთი“, ან „ზაპიათი“ „ბეემვესა“ და „მერსედესისთვის“ გაგესწროთ? დათვლა საჭირო არაა, მაგრამ არც ისაა საკამათო, რომ მსგავს ოინბაზობაზე ბევრს უფიქრია. ალბათ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბადრი ქორიძეა, რომელმაც თავის ოცნებას ფრთები შეასხა და ახლა თავისი „სუპერ ზაპოროჟეცით“ რბოლებში მონაწილეობს. უფრო მეტიც, არაერთი ჯილდოს მოპოვებაც კი მოახერხა.