დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 11, 2015

„პორშემ“ პირველად გაჰყიდა წელიწადში 200 000 ავტომობილი

Porsche Delivers 200,000 Cars In Calendar Year For The First Time
11 დეკემბერი
ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ, ბევრი ავტომწარმოებლის გაყიდვების შემცირება გამოიწვია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პრობლემა არ შეხებია „პორშეს“, რომელმაც გამოაცხადა, რომ თავის ისტორიაში პირველად შეძლო 200 000-იანი ზღვარის გადალახვა. და ეს მიმდნრე წლის დასრულებამდ ერთი თვით ადრე მოხდა.

ნოემბრის ბოლოს, გერმანულ კომპანიას 209 894 ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, რაც 24 პროცენტით მეტია შარშანდელი პირველი 11 თვის მაჩვენებელზე. ნოემბერში გაყიდული ავტომობილების რაოდენობამ 18 110 ეგზემპლარს მიაღწია.
მოდლებს შორის, ყველაზე მეტი პოპულარობით ისევ „პორშე კაიენი“ (ფოტოზე) სარგებლობს, რომელიც პირველ 11 თვეში 68 029 ცალია გაყიდული. ეს კი წინა წლის იანვარ-ნოემბრის გაყიდვებზე 14 პროცენტით მეტია. მარტო ნოემბერში 6 579 ცალი „კაიენი“ გაიყიდა, რაც შარშანდელი ნოემბრის გაყიდვებზე 39 პროცენტით მეტია.
ქვეყნების მიხედვით, გაყიდვების ლიდერი ჩინეთია, სადაც 54 302 ცალი „პორშეა“ გაყიდული. მეორე უდიდესი ბაზარი შეერთებული შტატებია, სადაც 47 891 ავტომობილია გაყიდული. რეგიონების მიხედვით, პირველ ადგილზე ევროპაა, რომლის ქვეყნებშიც ცუფენჰაუზენელებმა 70 509 ავტომობლის რეალიზება შეძლეს. ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე 30 პროცენტით მეტია.
აღსანიშნავია, რომ „პორშე“ 200 000-იანი ზღვარის გადალახვას 2018 წლისთვის გეგმავდა, თუმცა მიზანს სამი წლით ადრე მიაღწია.

No comments:

Post a Comment