დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 11, 2015

„ფორდი“ ელექტრომობილებს 4.5 მილაირდ დოლარს მოახმარს

Ford invests $4.5 billion to build more electric cars
11 დეკემბერი
„ფორდის“ მთავარმა აღმასრულებელმა მარკ ფილდსმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანია 2020 წლამდე ელექტრომობილების გამის გაფართოებას 4.5 მილიარდ დოლარს მოახმარს. მისივე თქმით, „ფორდის“ ისტორიაში ეს ელექტრომობილებზე გაწეული უდიდესი ინვესტიციაა, რაც ცისფერ ოვალს, ამ პერიოდში 13 ახალი ელექტრომობილის შემუშავების საშუალებას მისცემს. ამასთან, „ფორდის“ მოდელების 40 პროცენტს სხვადასხვა ტიპის ეკოლოგიური მოდიფიკაცია ექნება.

ახალი გეგმა ითვალისწინებს როგორც სუფთა ელექტრომობილების, ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდული, ტრადიციული ჰიბრიდული, დიზელის ძრავების და სერია ეკობუსტის ძრავების განვითარებას. უახლოეს მომავალში კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებს დაუთმობს, რადგან მარკეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს სეგმენტი ყველაზე სწრაფად გაიზრდება.
ფილდსი ამბობს, რომ საინვესტიციო პროგრამა, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებლების მოთხოვნილებებზე იქნება მორგებული. გარდა ამისა, მისი მიზანია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოქლვის საშუალო მაჩვენებელი, მსოფლიო ბაზრების უმკაცრეს რეგლამენტებს შეესაბამებოდეს.
ამ პროგრამის ფარგლებში, „ფორდი“ მალე დაიწყებს „ფოკუსის“ განახლებული ელექტრული ვერსიის წარმოებას. ამ ავტომობილის პაკეტში შევა სწრაფად დასამუხტი მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელი იქნება ელემენტების 80 პროცენტით ნახევარ საათში დამუხტვა. ეს კი 160 კილომეტრის გასავლლად იქნება საკმარისი. შედარებისთვის, ახლანდელ ელექტრულ „ფოკუსს“ დაახლოებით ორსაათნახევარი სჭირდება ელემენტების 80 პროცენტით დასამუხტად.

გარდა ამისა, მალე ჩინეთის ბაზარზე შევა „მონდეოს“ ჰიბრიდული ვერსია და ჰიბრიდული მინივენი „C-მაქს ენერჯი“. ცისფერი ოვალის წარმოების შეფი რაჯ ნაირი ამბობს, რომ ახალი ავტომობილების შემუშავებისას, მის პლატფორმების სტრუქტურაში გათვალისწინებული იქნება როგორც შიდაწვისძრავიანი, ასევე ჰიბრიდული და ელექტრული ვერსიების დამზადება.

No comments:

Post a Comment