დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 22, 2015

„მერსედესი“ ახალ V12 სუპერქარზე მუშაობს

Mercedes Is Allegedly Working On A New V12 Supercar
22 სექტემბერი
„მერსედეს-ბენცში“ ახალი სუპერ ავტომობილის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავენ. შტუტგარტელთა გამაში ამჟამად ასეთი მხოლოდ ერთი ავტომობილია - AMG GT, რომელისაც 4.0-ლიტრიანი, წყვილი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი V8 შესანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს. მაგრამ SLS AMG-სგან განსხვავებით, რომელიც სუპერ ავტომობილების კლასში ანგარიშგასაწევი ძალა იყო, AMG GT მხოლოდ „პორშე 911-ის“ კონკურენტად მოგვევლინა.

„ფოლკსვაგენს“ კოლოსალური ჯარიმა ემუქრება

VW Risks $18 Billion Fine After US Regulators Caught It Cheating On Diesel Emissions Tests
22 სექტემბერი
18 მილიარდი დოლარი - ასეთია იმ შესაძლო ჯარიმის მოცულობა, რომლის გადახდაც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს მოუწევს. მიზეზი მარტივია - აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ გერმანული ჯგუფის წარმოების დიზელის აგრეგატები, არ შეესაბამება ამერიკის გარემოს დაცვის სტანდარტებს. როგორც აღმოჩნდა, ნორმალურ რეჟიმში მუშაობისას, ძრავის მართვის ელექტრონული სისტემა, გამონაბოლქვის კონტროლის ფუნქციას თიშავს, მაგრამ როცა გამონაბოლქვზე ტესტები ტარდებოდა, ეს ფუნქცია გამართულად მუშაობდა. მოკლედ, სახეზეა კარგად გააზრებული თაღლითობა.

ახალი „ფორდ ეჯის“ ევროპული პრემიერა ფრანკფურტში

All-New Ford Edge Is the Poor Man's X5 at Frankfurt Motor Show 2015
22 სექტემბერი
ევროპულ ბაზარზე, სულ უფრო მეტი ისეთი ავტომობილი იყიდება, რომელიც გზის საფარიდან შედარებით მაღლა დგას. ძველ კონტინენტზე ცუდ გზებს არ უჩივიან, მაგრამ იქაური მყიდველი გლობალურ ტრენდს მიჰყვება და სულ უფრო მეტ უგზოობის მოდელს და ქროსოვერს ყიდულობს. შესაბამისად, მწარმოებელიც ცდილობს, ამ ტიპის ავტომობილებზე გააკეთოს აქცენტი და შეთავაზებაც გაამრავალფეროვნოს.

Monday, September 21, 2015

„სუზუკიმ“ „ფოლკსვაგენისგან“ თავისი აქციები გამოისყიდა

Suzuki confirms $3.8 billion buyback of Volkswagen stake
21 სექტემბერი
„სუზუკი მოტორმა“ გამოაცხადა, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფისგან საკუთარი აქციები უკან გამოისყიდა, რაც 460.3 მილიარდი იენი (დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარი) დაუჯდა. ამგვარად, მათს შორის არშემდგარ პარტნიორობას საბოლოო წერტილი დაესვა. ტოკიოს საფონდო ბირჟის ინფორმაციით, იაპონურმა კომპანიამ საერთო ჯამში, საკუთარი 111.6 მილიონი აქცია გამოისყიდა.

„იაგუარ ლენდ როვერი“ წელს გაყიდვების ზრდას გეგმავს

Jaguar Land Rover sales will rise in 2015 despite China drop, CEO says
21 სექტემბერი
„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი რალფ შპეტი ამბობს, რომ ჩინურ ბაზარზე გაყიდვების მკვეთრი კლების მიუხედავად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი კომპანიების გაყიდვები მაინც გაიზრდება. ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს კი მას ბრიტანთში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, მის ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა აძლევს.

ავარიის მიუხედავად, აფხაზავა თავის კლასში კვლავ ლიდერობს

21 სექტემბერი
გასულ უქმეებზე, გერმანიის ნურბურგრინგზე, „ლამბორგინის“ ევროპულ სერია „ბლანპენ“ სუპერ ტროფეოს მორიგი, მე-5 ეტაპის ორი რბოლა გაიმართა, რომლებშიც შოთა აფხაზავა და მის გუნდ „არტლაინ ჯორჯიას“ ორი ეკიპაჟიც მონაწილეობდნენ. მართალია, აფხაზავას მეორე რბოლაში ინციდენტი შეემთხვა და ამის გამო, ფინიშთან მისვლა ვერ შეძლო, მაგრამ ამის მიუხედავად, თავის კლასში (მოყვარულები) მაინც დამაჯერებლად ლიდერობს.

Sunday, September 20, 2015

დათა ქაჯაიას ამჯერად ტექნიკამ უმტყუნა

20 სექტემბერი
ტურინგის კლასის ევროპის თასის (ETCC) მეხუთე ეტაპი, რომელიც ბელგიის ცოლდერზე ჩატარდა, დათა ქაჯაიასთვის ერთ-ერთი გამორჩეული გამოდგა. მართალია, პირველი რვა რბოლის მომგებ ქართველს ამჯერად ორიდან არცერთი რბოლა არ მოუგია, მაგრამ ამის მიზეზი ტექნიკა გახდა. ამის მიუხედავად, თავის კლასში (TC2T) ის მაინც დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს.

ფეტელის მესამე გამარჯვება

Motor racing-Vettel wins Singapore Grand Prix
20 სექტემბერი
„ფერარის“ შეფ მაურიციო არივაბენეს პირობა, რომ მისი გუნდი ამ სეზონში მინიმუმ ორ რბოლას მოიგებდა, გადაჭარბებით არს შესრულებული - სინგაპურის დიდი პრიზი, მარანელოელთა ტიტულოვანმა ახალწვეულმა სებასტიან ფეტელმა მოიგო, რაც მიმდინარე სეზონში მათთვის მესამე გამარჯვებაა. ფეტელმა სტარტზევე შეძლო მოწინავე პოზიციის შენარჩუნება და ფინიშამდე წინ არავინ გაუშვია.

Saturday, September 19, 2015

დათა ქაჯაია ცოლდერის პოულზე

Davit Kajaia elated with first career outright pole position
19 სექტემბერი
ბელგიის ტრეკ ცოლდერზე, ტურინგის კლასში ევროპული თასის (ETCC) ბოლოსწინა, მეხუთე ეტაპი ამ უქმეებზე გაიმართება. დღეს საკვალიფიკაციო რბოლა ჩატარდა, რომელზეც ყველა კლასში საუკეთესო შედეგი, „ტიმ ენგსტლერის“ ქართველ მრბოლ დავით ქაჯაიას ჰქონდა. ქართველმა წრე წუთსა და 41.507 წამშ გაიარა და თავის გუნდს, აბსოლუტურ კლასში, ამ სეზონში პირველი პოულ პოზიცია მოუპოვა.

მონცას უსწრაფესი წრე: მონტოია „უილიამსით“

Fastest Monza Lap In F1 History: On Board With Juan Pablo Montoya
19 სექტემბერი
2004 წელს, მონცა, წინასაკვალიფიკაციო რბოლა. „ბეემვეს“ ატმოსფერული V10 ძრავით აღჭურვილი „უილიამს FW26“ ტრასაზე. საჭესთან კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოიაა, რომელმაც ამ უსწრაფესი ტრეკის ერთი წრე, ფ-სთვის არანორმალურად მაღალი საშუალო სიჩქარით, 262.949 კმ/სთ-ით გაიარა.

„ბლადჰაუნდ SSC“ სიჩქარის რეკორდის კამპანიას 25 სექტემბერს დაიწყებს

Bloodhound SSC Land Speed Record Car To Debut On September 25
19 სექტემბერი
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რიჩარდ ნოუბლმა და მისმა გუნდმა, სახელად „ბლადჰაუნდ“, ახალი სარეკორდო ჰიბრიდული ავტომობილის მასშტაბური მოდელი წარმოადგინა. და აი, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ახალ რეკორდს დამყარებისთვის კამპანია ოფიციალურად სტარტს 25 სექტემბერს აიღებს.

ფეტელის პოული „ფერარისთვის“

Motor racing-Vettel gives Ferrari pole in Singapore
19 სექტემბერი
სინგაპურის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა რომ დაიწყო, რაგბში საქართველოს ნაკრების ტონგასთან შეხვედრა ახალი დასრულებული იყო და რატომღაც, იცით რა გამახსენდა? მიხაელ შუმახერი რომ „ფერარიში“ გადავიდა, მაშინ როს ბრაუნმა და ჟან ტოდტმა განაცხადეს, ჩვენი მთავარი მიზანი, სტაბილურობის მიღწევაა, წარმატებებს კი ამ სტაბილურობაზე დავაშენებთო. პირველი წარმატებისთვის (ტიტულისთვის) სამი წელი დასჭირდათ, შემდეგ კი „ფერარის“ და შუმახერის ეპოქა დაიწყო...

Friday, September 18, 2015

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ფრანკფურტში ბონდის ავტომობილები წარადგინა

Jaguar-Land Rover Unveils Spectre Movie Cars In Frankfurt
18 სექტემბერი
ის ავტომობილები, რომლებმაც ბონდიანის ბოლო ფილმ „სპექტრში“ მიიღეს მონაწილეობა. ფილმის გადაღება დასრულებულა და მისი მსოფლიო პრემიერა მალე, ოქტომბერში გაიმართება. მისი მონაწილე იმ ავტომობილების გაცნობა კი, რომლებიც ფილმისთვის „იაგუარ ლენდ როვერმა“ მოამზადა, ფრანკფურტის მოტორ შოუს დაწყებამდე ფრანკფურტშივე, ოღონდ თურნ უნდ ტაქსისის სასახლის წინ გამოფინეს.

„რედ ბული“ პრაქტიკებს „იგებს“ და... ძრავის გარეშე რჩება

Motor racing-Red Bull, Ferrari take the fight to Hamilton
18 სექტემბერი
„რედ ბული“ სინგაპურის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე უსწრაფესია, მაგრამ როგორც ჩანს, მალე ძრავების მიმწოდებელ პარტნიორს დაკარგავს - „რენოს“ მთავარმა აღმასრულებელმა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი კომპანია მომავალი სეზონიდან ძრავების მიმწოდებელი აღარ იქნება. მას არ დაუკონკრეტებია, „რენო“ თავის გუნდს გამოიყვანს, თუ დიდი პრიზების ცირკს დატოვებს, მაგრამ ფაქტია, რომ „რედ ბული“ და „ტორო როსო“ ძრავების გარეშე დარჩნენ.

Thursday, September 17, 2015

„GTE სპორტ კონცეპტი“ – „გოლფი“ სხვა სამყაროდან

VW Brings Awesome Golf GTE Sport Concept To Frankfurt, Because Why Not
17 სექტემბერი
„ფოლკსვაგენი“ სახალხო ავტომობილის მწარმოებლად დაიბადა. იყო დრო, როცა ხელმისაწვდომ ავტომობილებს, ფართო მასებისთვის უშვებდა და ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე, გაყიდვების რეკორდებს ხსნიდა. ჯერ „ხოჭო“, შემდეგ კი „გოლფი“, მართლა „ხალხის“ ავტომობილები იყო, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებოდით.