დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 29, 2014

ოჟიემ პოლონეთშიც მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

Rallying-Ogier increases lead with Poland triumph
29 ივნისი
სებასტიან ოჟიემ ამ სეზონში მეხუთე რბოლა პოლონეთში მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ზედიზედ მეორე ტიტულისკენ. ის ახლა უკვე 51 ქულას უგებს უახლოეს მდევარს, ფინელ თანაგუნდელ იარი-მატი ლატვალას, რომელმაც პოლონური ეტაპი (ბოლო ხუთ წელიწადში პირველად გაიმართა) მეხუთე ადგილზე დაასრულა.

Saturday, June 28, 2014

„ფორდმა“ გუდვუდში განახლებული „ფოკუს ST“ გაგვაცნო

Revised Ford Focus ST revealed
28 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე „ფორდის“ განახლებული „ფოკუს ST-ს“ დებიუტი შედგა. იქვე შედგა მისი პირველი „ნათლობა“ - ავტომობილმა აღმართზე რბოლაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ცისფერი ოვალი აცხადებს, ახალი ავტომობილი უკეთაა დაბალანსებული, უკეთ რეაგირებს საჭის მოძრაობაზე და მართვით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ამასთან, ეს არის პირველი „ფოკუს ST“, რომელიც დიზელის ძრავითაც აღიჭურვება.

IAA საქართველოში ბიზნესს გთავაზობთ

28 ივნისი
„იშოვნეთ ფული ამერიკის შეერთებული შტატებიდან ავტომობილების იმპორტით“! - ამ დევიზით, ამერიკულმა კომპანია IAA-მ (ინშურენს ავტო ოქშენზ - დაზღვევის ავტომობილების აუქციონი) და მისმა ქართველმა პარტნიორმა „იაა მოტორსმა“, ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს, რომლის მიზანიც, საქართველოში ამერიკიდან იმპორტირებული მეორადი ავტომობილებით ვაჭრობის გაფართოება და გამარტივებაა.

Friday, June 27, 2014

ფორმულა ერთში ადგილიდან რესტარტები მკვიდრდება

Motor racing-F1 to use standing race restarts from grid in 2015
27 ივნისი
ფორმულა ერთი მორიგი სიახლეებისთვის ემზადება. მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ რეგლამენტის ცვლილებათა სია გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთ-ერთი გვამცნობს, რომ მომავალი სეზონიდან, რბოლებში უსაფრთხოების პერიოდების (ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის) შემდეგ, ასპარეზობა ადგილიდან სტარტით განახლდება. ამ ცვლილების მიზანი, რბოლების სანახაობრივი მხარის გაუმჯობესებაა, თუმცა მას ბევრი პილოტი უკვე აკრიტიკებს.

„ასტონ მარტინ DP-100“ - ვირტუალური ავტომობილი რეალობაში

DP-100 Vision is Aston Martin’s Answer to the Mid-Engined Supercar, for Gran Turismo 6
27 ივნისი
„ასტონ მარტინი“ კიდევ ერთი საავტომბილო კომპანიაა, რომელმაც „სონი პლეისტეიშნის“ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-თვის“ ვირტუალური ავტომობილის შექმნა გადაწყვიტა. ბაზრის გარეთ შეჯიბრის გარდა, ეს ერთგვარ მარკეტინგულ სვლადაც იქცა - თამაშში მონაწილე კომპანიებს მაღალი ცნობადობა გარანტირებული აქვთ. და თუ მოთამაშეებს შორისაც პოპულარულობას მოიპოვებენ... ამიტომ, ოთხბორბლიანი პერსონაჟების შემქმნელები საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და შესაბამისად, „გრან ტურიზმოც“ არაერთი საინტერესო ავტომობილით ივსება.

„მერსედესის“ სკულპტურა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე

Mercedes Builds Most Elaborate Goodwood Sculpture Ever to Celebrate Itself
27 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალს ერთი ტრადიცია აქვს - გუდვუდის სასახლის წინ, ყოველთვის დგამენ გიგანტურ სკულპტურას, რომელიც რომელიმე ავტოსპორტულ მოვლენას, ან ავტოსპორტში სახელმოხვეჭილ კომპანიას წარმოგვიდგენს. წელს ასეთი სკულპტურის აგების საპატიო მისია „მერსედეს-ბენცს“ ჩააბარეს, კომპანიას, რომლის „ვერცხლისფერი ისრებიც“, წარსულსა და აწმყოში ბრწყინავენ სარბოლო ტრასებზე.

Thursday, June 26, 2014

„ფოლსვაგენ ხოჭო“ რალიქროსისთვის

544HP VW Beetle GRC Rallycross Car is One Angry Bug
26 ივნისი
„ფოლკსვაგენმა“ და „ანდრეტი ავტოსპორტმა“ დაასრულეს რალიქროსისთვის სპეციალურად მომზადებული სარბოლო „ბიტლGRC-ის“ შემუშავების და სრულყოფის პროცესი და ის საზოგადოებას წარუდგინეს. ამ ავტომობილით, გერმანული კომპანიის პარტნიორი სახელოვანი ამერიკული ავტოსპორტული გუნდი, თავის ამერიკელ პილოტებთან, ტანერ ფაუსტთან და სკოტ სპიდთან ერთად, „რედ ბულ გლოუბლ რალიქროსის“ ჩემპიონატში იასპარეზებს.

„ფერარი“ ტურბოს და ჰიბრიდებს აითვისებს და CO2-ს შეამცირებს

Ferrari Adding Turbos, Hybrids to Cut CO2
26 ივნისი
ისევე როგორც ფორმულა ერთში, „ფერარის“ საგზაო ავტომობილების წარმოებაშიც ახალი გამოწვევა ელის - გამონაბოლქვის შემცირება. ოღონდ, ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ არ შელახოს თავისი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო მახასიათებლების ავტომობილების მწარმოებლის რეპუტაცია. როგორც გამოცემა „ავტომოტივ ნიუსი“ იუწყება, მარანელოელები 2021 წლამდე თავიანთი ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) შემცველობის 20 პროცენტით შემცირებას გეგმავენ, რისთვისაც უფრო ინტენსიურად გამოიყენებენ ტურბო ძრავებს და ბენზინ-ელექტრულ ჰიბრიდულ დანადგარებს.

„ტოიოტამ“ ფიჭურელემენტიანი სედანი გაგვაცნო

Toyota Reveals New Fuel Cell Sedan, Starts from $68,690 in Japan
26 ივნისი
უკვე ოც წელზე მეტია, რაც „ტოიოტა“ წყალბადის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიის ათვისებაზე მუშაობს. იაპონურმა კომპანიამ 2002 წელს, ამერიკასა და იაპონიაში, ასეთი ელემენტებით აღჭურვილი ავტომობილების მცირე რაოდენობით ლიზინგით გაცემაც კი დაიწყო. მაგრამ მასობრივი წარმოებისთვის მაშინ შესაბამისი არც ინფრასტრუქტურა არსებობდა და არც ტექნოლოგიები.

ახალი „ფორდ ეჯი“ - ამიერიდან გლობალური მოდელი

2015 Ford Edge Gets Better Looks and More Tech for its Journey Around the World
26 ივნისი
ამ ავტომობილს „ფორდი“ უკვე დიდი ხანია, ამზადებს. პირველად კონცეპტუალური „ეჯის“ სახით, ლოს ანჯელესის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა. იქვე ითქვა, რომ ამიერიდან ეს საშუალო ზომის ქროსოვერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება. ახალი „ეჯი“, საშუალო ზომის გლობალურ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც ცისფერი ოვალი სედან „ფიუჟნ/მონდეოს“ ბაზისად იყენებს. ახალი ქროსოვერი კონცეპტუალური „ეჯის“ სტილშია შესრულებული, ინტერიერი კი - „ფორდის“ კორპორატიულ სტილში.

Wednesday, June 25, 2014

„რედ ბული“ საკუთარ ძრავს არ გააკეთებს

Red Bull rules out building own Formula 1 engine
25 ივნისი
„რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი ძრავის შემუშავებას, რომლითაც „რენოს“ ძრავის ჩანაცვლების საშუალება ექნება. ავსტრიულ ეტაპამდე, წითელი ხარების შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობდა, რომ ფრანგული კომპანიის მიერ მისი გუნდისთვის მიწოდებული ძრავების ხარისხი და მახასიათებლები ვერაფრით აკმაყოფილებს ტიტულზე პრეტენზიის მქონე გუნდის მოთხოვნებს.

„ფორდის“ 1.0-ლიტრიანი ეკობუსტი ისევ მსოფლიოს საუკეთესო ძრავია

Ford 1.0-liter EcoBoost Wins Overall Engine of the Year Award
25 ივნისი
„ფორდის“ 1.0-ლიტრიან, სერია ეკობუსტის სამცილინდრიან ტურბო აგრეგატს, ზედიზედ მესამედ მიენიჭა წლის საუკეთესო ძრავის ტიტული. ამგვარად, მის ყოველ ცილინდრზე უკვე თითო ასეთი აღიარება მოდის. და ის მითუფრო მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ჟიურის წევრები, მთელს მსოფლიოში აღიარებული საავტომობილო თემაზე მომუშავე ჟურნალისტები არიან. როგორც კონკურსის თანათავმჯდომარე დინ სლავნიჩი ამბობს, „ეს მიღწევა 1.0-ლიტრიან ეკობუსტს არამარტო სამუდამოდ დაამკვიდრებს ავტოინდუსტრიის ისტორიაში, არამედ კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ეს არის ძრავების ინჟინერიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში“.

„მაკლარენი“ გუდვუდში „650S სპაიდერს“ გვიჩვენებს

McLaren 650S Spider Inspired by MSO Concept to be Revealed at Goodwood
25 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „მაკლარენისთვისაა“, რომელიც იქ ორ ახალ ავტომობილს წარადგენს. უფრო სწორედ, თავისი ორი სერიული მოდელის სპეც ვერსიას. მათგან ერთი უოკინგელებმა პრემიერამდე გაგვაცნეს. ესაა უახლესი 650S-ის ვერსია „650S სპაიდერი“, რომელიც მხოლოდ 50 ცალი, კუპესა და როდსტერის ძარით დამზადდება.

„რეინჯ როვერ სპორტ SVR“ - პრემიერა გუდვუდში

New Range Rover Sport SVR 550PS Previewed Ahead of Goodwood Debut
25 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „რეინჯ როვერი“ თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფსა და დინამიურ ავტომობილს წარადგენს, სახელად „რეინჯ როვერ SVR“. პრეზენტაციისთანავე, ავტომობილი გუდვუდის აღმართზე რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერის მიუხედავად, ავტომობილი ფესტივალზე კამიფლირებული წარსდგება, რისი მიზეზიც ისაა, რომ მისი სრულყოფის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.

Tuesday, June 24, 2014

გუდვუდი განახლებული „ფორდ ფოკუს ST-ს“ მოლოდინში

Goodwood Festival of Speed reveal for new Ford Focus ST
24 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „ფორდი“ პირველად წარადგენს პოპულარულ ჰეჩბეკ „ფოკუს ST-ს“ განახლებულ ვერსიას, რომლის ფოტო ტიზერიც (ფოტოზე) ინტერნეტით გაავრცელა. ფესტივალზე ახალი ავტომობილი მონაწილეობას აღმართზე რბოლის ეგრეთ წოდებულ „პირველად ხილვის“ კატეგორიაში მიიღებს, საჭესთან კი პროფესიონალი მრბოლები დაჯდებიან.