დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 25, 2014

„რედ ბული“ საკუთარ ძრავს არ გააკეთებს

Red Bull rules out building own Formula 1 engine
25 ივნისი
„რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ არ აპირებს საკუთარი ძრავის შემუშავებას, რომლითაც „რენოს“ ძრავის ჩანაცვლების საშუალება ექნება. ავსტრიულ ეტაპამდე, წითელი ხარების შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობდა, რომ ფრანგული კომპანიის მიერ მისი გუნდისთვის მიწოდებული ძრავების ხარისხი და მახასიათებლები ვერაფრით აკმაყოფილებს ტიტულზე პრეტენზიის მქონე გუნდის მოთხოვნებს.
გაჩნდა ვარაუდი, რომ „რედ ბული“ 2016 წლის სეზონისთვის, თავის ტიტულოვან სპონსორ „ინფინიტისთან“ ერთად, საკუთარ ძრავს შეიმუშავებდა. სხვათა შორის, „ინფინიტი“ „რენო-ნისანის“ ალიანსის წევრია და ავსტრიულ გუნდს და „რენოს“ სურდათ, რომ ფრანგული ძრავები მანქანაზე სწორედ იაპონური ლუქს ბრენდის სახელით დაეყენებინათ, მაგრამ FIA-მ ამის უფლება არ მისცა.
თუმცა, ახლახანს ჰორნერმა თავადვე უარყო მოვლნათა ამგვარი განვითარების შესაძლებლობა: „ჩვენ არ ვაპირებთ ძრავების წარმოების დაწყებას. მაგრამ გვსურს, რომ ძლიერი პარტნიორი გვყავდეს, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ. ჩვენ გვსურს, რომ ისევ მოწინავეთა რიგებს დავუბრუნდეთ. ამისათვის კი საჭიროა, რომ „რენომ“ წინ ნაბიჯი გადადგას და „მერსედესს“ დაეწიოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვნახოთ, რა გეგმები აქვს „რენოს“. ისეთ გუნდს, როგორიც არის „რედ ბული“ არჩევანი ყოველთვის აქვს. ჩვენთვის მთავარია, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ხანგრძლივი ვადით ვიქნებით კონკურენტუნარიანები. და რა თქმა უნდა, საკუთარი ძრავის შემუშავება ჩვენს გეგმებში არ შედის“.
საკუტარი ძრავის წარმოება გამორიცხა „რედ ბულის“ მფლობელმა და დამაარსებელმა დიტრიხ მატეშიცმა, რომელმაც მოკლედ მოჭრა - ეს ისტორია იმადაც არ ღირს, რომ ის უარვყოო. ამასთან, ის ეთანხმება ჰორნერს, რომელიც „რენოს“ აგრეგატის დახვეწისკენ მოუწოდებს: „ჩვენი პრობლემები მანქანის კონსტრუქციას არ უკავშირდება. „რენოსთან“ ერთად, წინა ოთხ სეზონში ოთხი ტიტული მოვიპოვეთ და ამიტომ ლოიალურები უნდა ვიყოთ. მაგრამ სიტუაცია სერიოზულია. „რენომ“ აგრეგატის სრულყოფას აბსოლუტური პრიორიტეტულობა უნდა მიანიჭოს“.
მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა - რეგლამენტით, ძრავების კონსტრუქციის ფუნდამენტური განვითარება, ეგრეთ წოდებული „გაყინვის“ რეგლამენტით იკრძალება. ეს კი იმას მოასწავებს, რომ „რედ ბულს“ აგრეგატის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების იმედი ამ სეზონში არ უნდა ჰქონდეს. თუმცა ჰორნერი ამ ეტაპზე პრიორიტეტულად აგრეგატის გამძლეობის გაუმჯობესებას ასახელებს, რაც რეგლამენტით დასაშვებია.

No comments:

Post a Comment