8 ოქტომბერი
ამ უქმეებზე, ტურინგის კლასში ევროპის თასის სერიის
ბოლო ეტაპია, რომელსაც იტალიის ენა პერგუზას ავტოდრომი მასპინძლობს. TC2T კლასში
ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს დათა ქაჯაიას, რომელიც უახლოეს მდევარს, თურქ აიტეკ
ბიტერს 33 ქულას უგებს. ბელგიის ცოლდერზე წარუმატებლობის მიუხედავად, ქართველს
იქვე შეეძლო ჩემპიონობის განაღდება, მაგრამ ბოლო ეტაპზე ორმაგი ქულები იწერება, რაც
თურქ მრბოლს და მის თანამემამულე უმიტ ულკუს მცირე შანსს უტოვებს.