დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 5, 2015

„ფორდის“ სუპერ სექტემბერი

Ford scores biggest gain since 2010
5 ოქტომბერი
„ფორდ მოტორ კომპანიმ“, წლიდან წლამდე გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით, ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა. სექტემბერში ამ მაჩვენებელმა 23 პროცენტს მიაღწია. 16 პროცენტით არის გაზრდილი F-სერიის პიკაპების გაყიდვები. ქროსოვერების - „ისკეიპის“, „ეჯის“ და „ექსპლორერის“ გაყიდვების ჯამური მაჩვენებელი კი 30 პროცენტით გაიზარდა. გაყიდვების ყველაზე მკვეთრი ზრდა „მუსტანგს“ აქვს, რომელიც სექტემბერში სამჯერ არის გაზრდილი, წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 61 პროცენტია.
„ფორდის“ ამერიკული შტოს მარკეტინგის, გაყიდვების და სერვისის ვიცე პრეზიდენტი მარკ ლანევე ლანვე ამბობს, რომ F-სერიის პიკაპების გაყიდვებს 400 ერთეული დააკლდა 70 000-მდე. და ასე ზედიზედ მეორე თვეა, რაც ხდება. საერთოდ, ამ სერიის პიკაპების გაყიდვები 28 პროცენტით არის გაზრდილი, F-150 პიკაპის გაყიდვები კი 31 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, იმავე ლანევეს თქმით, F-150-ისთვის კვლავ მიუღწეველი დარჩა ზღვარი - 120 000, რომელიც ამ პიკაპისთვის ყოველთვის ჩვეული დონე იყო. სექტემბერში ამ პიკაპის გაყიდვებს ცოტა დააკლდა 100 000-მდე. ამის მიზეზი ის გაფიცვებია, რომლებიც პროფკავშირებმა კანზას სიტის ქარხანაში გამართეს.
ბოლო რვა წელიწადში ყველაზე დიდი, 20-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა „ლინკოლნს“, რომელმაც შარშანდელ სექტემბერთან შედარებით, თავისი ექვსივე მოდელი მატებით გაჰყიდა. განხლებული MKX-ის გაყიდვები 34 პროცენტით გაიზარდა. საერთო ჯამში, ლუქს ბრენდის წლიდან წლამდე გაყიდვები 9.1 პროცენტით არის გაზრდილი.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი, ცისფერი ოვალის ბესტ სელერ „ფოკუსს“ აქვს, რომლის გაყიდვებიც თვეების მიხედვით 13 პროცენტით, წლიდან წლამდე მიხედვით კი 7.0 პროცენტით არის შემცირებული. არადა, უფრო დიდი „ფიუჟნის“ გაყიდვები 15 პროცენტით გაიზარდა. ლანევე ამბობს, რომ მალე მისი კომპანია ახალ მარკეტინგულ კამპანიას წამოიწყებს, თუმცა მისი ნიუანსები არ დაუკონკრეტებია.
დაბოლოს, „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ წელს სერია ეკობუსტის აგრეგატებით აღჭურვილი 733 000 ავტომობილი აქვს გაყიდული, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 45 პროცენტით მეტია.

No comments:

Post a Comment