დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 16, 2015

„რედ ბული“ ფორმულა ერთის დატოვებით იმუქრება

Red Bull could quit Formula 1 over current rules - Helmut Marko
16 მარტი
კომპანია „რედ ბულის“ მოტორსპორტის საქმეთა მრჩეველი ჰელმუტ მარკო ამბობს, რომ ახლანდელი ტექნიკური რეგლამენტი „ფორმულა ერთს მოკლავს“ და სანამ ეს მოხდება, ავსტრიული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატიდან წავა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ საჯინიბოს ძალიან წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა ავსტრალიაში - მისმა ლიდერმა დანიელ რიკარდომ მხოლოდ მეექვსე ადგილის დაკავება შეძლო, მისი თანაგუნდელი დანილ კვიატი კი სტარტზეც კი ვერ დადგა.

არივაბენემ სამიზნეში „მერსედესი“ ამოიღო

Arrivabene says Ferrari must target Mercedes now
16 მარტი
ავსტრალიის დიდი პრიზის რბოლაში „ფერარის“ კარგი გამოსვლის შემდეგ, მარანელოელთა შეფმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა, რომ ამიერიდან, მისმა გუნდმა ყურადღება „მერსედესთან“ ჩამორჩენის შემცირებაზე უნდა გადაიტანოს. გასული წარუმატებელი სეზონის შემდეგ, მარანელოელების ახალწვეულმა სებასტიან ფეტელმა კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა და უიღბლობა რომ არა, კიმი რაიკონენს მეოთხე ადგილის რეალური შანსი ჰქონდა.

Sunday, March 15, 2015

„ფერარი“ და რაიკონენი ჯარიმას გადაურჩნენ

No penalty for Ferrari, Raikkonen
15 მარტი
კიმი რაიკონენს მალაიზიის დიდი პრიზისთვის ჯარიმა ემუქრებოდა, რისი მიზეზიც შესაძლოა ის ფაქტი გამხდარიყო, რომ მას მეორე პიტსტოპზე მექანიკოსებმა ცუდად დაუმაგრეს უკანა მარცხენა ბორბალი. მოგვიანებით, ამის გამო „ფერარის“ ფინლ მრბოლს გაჩერება მოუწია.

ჩემპიონური დასაწყისი და... I’ll be back

Motor racing-Hamilton wins Australian Grand Prix for Mercedes
15 მარტი
ცოტა არ იყოს, უცნაური დასაწყისი კი გამოვიდა. ოღონდ, უცნაურობა ლუის ჰამილტონის და „მერსედესის“ გამარჯვებას და აბსოლუტურ დომინაციას არ ეხება. უცნაური იყო ის, რომ რბოლას სტარტამდე სამი მონაწილე გამოეთიშა. მეორეც, ფინიშს მხოლოდ 11-მა მანქანამ მიაღწია. მესამე - დებიუტანტმა ფელიპე ნასრმა მეხუთე ადგილი დაიკავა, ჯენსონ ბატონი კი ბოლოზე გავიდა. დაბოლოს, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, სახელდახელო ინტერვიუ ფ1-ის რომელიმე „ყოფილმა“ კი არა, თვით „ტერმინატორმა“ არნოლდ შვარცენეგერმა აიღო და რა თქმა უნდა, ბოლო სიტყვაც თვითონ თქვა - I’ll be back!

Saturday, March 14, 2015

ახალი „მუსტანგის“ ყველაზე პოპულარული ფერები

Red, Black Most Popular Ford Mustang Colors
14 მარტი
მართალია, ახალი „მუსტანგი“ გლობალური ავტომობილი გახდა, მაგრამ მისთვის მთავარ ბაზრად ისევ შეერთებული შტატები რჩება და ბუნებრივია, კომპანიას ამ ბაზრის ყველა თავისებურება აინტერესებს. მითუმეტეს ისეთი, რომელიც ავტომობილების გაყიდვებზე გავლენას ახდენს. ერთ-ერთი ასეთი თავისებურება, ავტომობილის ფერია.

ფეტელი „მერსედესის“ უზარმაზარ უპირატესობას აღიარებს

Vettel admits gap to Mercedes is "huge"
14 მარტი
სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ კმაყოფილია „ფერარის“ მომზადების დონით, თუმცა აღიარებს, რომ მის გუნდს „მერსედესამდე“ კვლავაც უფსკრული აშორებს. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე მეოთხე დრო დააფიქსირა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ფერარი“ კონსტრუქტორთა პირველობაზე, მეორე ადგილისთვის „უილიამსთან“ პაექრობისთვის მზადაა.

ბოტასი ჰოსპიტალში

Bottas taken to hospital for back checks
14 მარტი
ავსტრალიის დიდი პრიზის კვალიფიკაციის შემდეგ, „უილიამსის“ ვალტერი ბოტასი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფინელმა მრბოლმა ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა, თუმცა მანქანიდან დაუხმარებლად გადმოსვლა ვერ შეძლო და პადკშიც კოჭლობით გაიარა. მოგვიანბით გაირკვა, რომ ბოტასს ზურგის ძლიერი ტკივილი ჰქონდა.

ჩემპიონმა პოულით დაიწყო

Motor racing-Hamilton takes pole for Mercedes in Australia
14 მარტი
„მერსედესის“ პილოტებს რომ კონკურენტი არც ამჯერად ეყოლებათ, ეს თავისუფალი პრაქტიკების დროსაც გამოჩნდა. მაგრამ თუ კვალიფიკაციაზე მათ 0.594 წამი - ნამდვილი უფსკრული დააშორებდა, ამას ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა. მითუმეტეს, გასულ სეზონში ნიკო როსბერგი ლუის ჰამილტონს კვალიფიკაციაზე უფრო ხშირად სჯობნიდა, ვიდრე რბოლაში. მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონმა თავის კარიერაში 39-ე პოული მოიპოვა.

Friday, March 13, 2015

მასა „ფერარის“ სიჩქარემ გააოცა

Massa says Ferrari's pace "incredible"
13 მარტი
პირველი ორი პრაქტიკის შემდეგ, „ფერარის“ სიჩქარით გაკვირვებული დარჩა ფელიპე მასა. ასთან, ბრაზილიელმა აღიარა, რომ „მერსედსი“ კვლავაც სხვებზე ერთი თავით წინაა. „აშკარაა, რომ „ფერარის“ ხანგრძლივ გამოსვლებზე ძალიან კარგი დროები აქვს. ამიტომ თვალი მათზე უნდა გვეჭიროს“.

რიკარდოს ძრავმა უმტყუნა

Motor racing-Engine problems force Ricciardo to miss practice
13 მარტი
ახალი სეზონი დანავსულად დაიწყო „რედ ბულისა“ და მისი ლიდერის, დანიელ რიკარდოსთვის - ავსტრალიელის მანქანაზე, პირველივე პრაქტიკისას საჭრო გახდა ძალური დანადგარის შეცვლა. რიკარდომ მხოლოდ ცხრა წრის გავლა მოასწრო და ძრავის გამო გაჩერდა. მეორე სესია კი იმის გამო გააცდინა, რომ მის მანქანაზე ძრავის გამოცვლა ვერ მოესწრო.

მელბურნში ფ1-ის ახალმა სეზონმა სტარტი აიღო

Motor racing-Mercedes dominant at Australia GP practice
13 მარტი
მელბურნში, ალბერტ პარკის ტრეკზე სტარტი აიღო ფორმულა ერთის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა. და პირველივე თავისუფალმა პრაქტიკებმა აჩვენა, რომ შეგვიძლია, ის გასული სეზონის ერთგვარ გაგრძელებად ჩავთვალოთ - ტრასაზე ისევ „მერსედესის“ პილოტები დომინირებენ, დანარჩენები სამქიმიანთა „ნასუფრალისთვის“ იბრძოლებენ. ყოველ შემთხვევაში, პირველ ორ პრაქტიკაზე, გერმანული გუნდის ორივე პილოტი სხვებზე თითქმის წამით წინაა.

Thursday, March 12, 2015

„ფორდ ფიესტა R2“ რალისთვის ერთლიტრიანი ეკობუსტით

Ford Fiesta R2 Rally Car Gets a 170PS 1.0L EcoBoost Engine
12 მარტი
„ფორდმა“ რალის რბოლებისთვის „ფიესტას“ ახალი ვერსია, „ფიესტა R2“ მოამზადა, რომელიც პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა. ავტომობილი სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ეს კი პირველი სამცილინდრიანი ძრავის მქონე სარბოლი ავტომობილია, რომელმაც FIA-ს ჰომოლოგაცია მიიღო.

„სუზუკიმ“ უნგრეთში „ვიტარას“ წარმოება დაიწყო

First Suzuki Vitara Rolls Off the Assembly Line in Hungary
12 მარტი
„სუზუკიმ“ უნგრეთის ქალაქ ესტერგომში, ახალი „ვიტარას“ წარმოება დაიწყო. ქარხნის კონვეიერიდან პირველი ავტომობილი, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიკტორ ორბანმა გამოიყვანა, ვისთვისაც ეს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია. კერძოდ, ქარხნიდან პირველი „ვაგონერ R+“ 2000 წელს სწორედ მან გამოაგორა. მასვე ერგო პატივი, 2010 წელს პირველს ემართა ამავე ქარხანაში გამოშვებული, მესამე თაობის „სვიფტი“ და 2013 წელს გამოშვებული „SX-4 S-ქროსი“.

Wednesday, March 11, 2015

„რენომ“ მოდიფიცირებული აგრეგატი გაგვაცნო

Renault reveals power unit gains
11 მარტი
„რენომ“ თავისი ფორმულა ერთის ჰიბრიდული აგრეგატის ახალი მოდიფიკაციის ზოგიერთი თავისებურება გაგვაცნო. როგორც ფრანგული კომპანია აცხადებს, განახლებული აგრეგატი, მის წინამორბედთან შედარებით, 25 პროცენტით მეტ თბურ ენერგიას აღადგენს. ოღონდ, არ აკონკრეტებს, ეს რის ხარჯზე მოხერხდა. სამაგიეროდ, „რენო სპორტ ფ1-ის“ მმართველ დირექტორ სირილ აბიტბულის თქმით, აგრეგატი დაახლოებით 5 პროცენტით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს. და ხარჯი, ავტომობილის პრაქტიკულად ნებისმიერი სიჩქარისას არ იცვლება.

ბერგერი: „მერსედესთან“ კონკურენცია მხოლოდ „ჰონდას“ შეუძლია

Only Honda can match Mercedes – Berger
11 მარტი
ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ავსტრიელი გერჰარდ ბერგერი ამბობს, რომ ძრავების სიმძლავრის მხრივ, მხოლოდ „ჰონდას“ შეუძლია „მერსედესთან“ გატოლება. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ „მაკლარენის“ ამჟამინდელი პრობლემები სწორედ იაპონური კომპანიის ძრავისგან მოდის.