დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 13, 2015

მასა „ფერარის“ სიჩქარემ გააოცა

Massa says Ferrari's pace "incredible"
13 მარტი
პირველი ორი პრაქტიკის შემდეგ, „ფერარის“ სიჩქარით გაკვირვებული დარჩა ფელიპე მასა. ასთან, ბრაზილიელმა აღიარა, რომ „მერსედსი“ კვლავაც სხვებზე ერთი თავით წინაა. „აშკარაა, რომ „ფერარის“ ხანგრძლივ გამოსვლებზე ძალიან კარგი დროები აქვს. ამიტომ თვალი მათზე უნდა გვეჭიროს“.
მართლაც, „ვერცხლისფერი ისრების“ შემდეგ, ყველაზე კარგი შედეგები სწორედ სებასტიან ფეტელს და კიმი რაიკონენს ჰქონდათ, რომლებმაც ორი პრაქტიკის ჯამში, შესაბამისად მესამე და მეოთხე დროები დააფიქსირეს. მასა ამბობს, რომ „უილიამსმა“ უნდა გააანალიზოს, სხვებთან შედარებით, რამდენად კარგადაა მომზადებული. ამ მხრივ, უფრო ზუსტი სურათი კი კვალიფიკაციაზე გამოისახება.
„რა თქმა უნდა, ნიკო როსბერგი და ლუის ჰამილტონი მიუწვდომლები არიან. „ფერარიმ“ ძალიან მოუმატა და მათთან ბრძოლები მოგველის. შესაძლოა, „რედ ბული“ ისე კარგად ვერ გამოჩნდა, როგორც წინა სეზონებში, მაგრამ კვალიფიკაციისთვის ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს“, - ამბობს მასა, ვინც მეორე პრაქტიკა, ძალურ დანადგარში წყლის გაჟონვის გამო გააცდინა.
„ბევრი წრის გავლა ვერ შევძელი. სესიის დაკარგვა ყოველთვის ცუდია. მაგრამ იმედი მაქვს, კვალიფიკაციასა და განსაკუთრებით რბოლაში, ეს ჩემს გამოსვლაზე არ აისახება და ბრძოლას შევძლებ“, - დასძენს ბრაზილიელი.

No comments:

Post a Comment