დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, March 15, 2015

„ფერარი“ და რაიკონენი ჯარიმას გადაურჩნენ

No penalty for Ferrari, Raikkonen
15 მარტი
კიმი რაიკონენს მალაიზიის დიდი პრიზისთვის ჯარიმა ემუქრებოდა, რისი მიზეზიც შესაძლოა ის ფაქტი გამხდარიყო, რომ მას მეორე პიტსტოპზე მექანიკოსებმა ცუდად დაუმაგრეს უკანა მარცხენა ბორბალი. მოგვიანებით, ამის გამო „ფერარის“ ფინლ მრბოლს გაჩერება მოუწია.
რბოლის შემდეგ სტიუარდებმა ეს შემთხვევა განიხილეს და წესის დარღვევა ვერ დააფიქსირეს. როგორც მარანელოელთა ტელემეტრიულმა ჩანაწერმა აჩვენა, მეორე პიტსტოპის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მექანიკოსები ხელით ანიშნებდნენ, ბორბალი კარგად არ დაგვიმაგრებიაო, რაიკონენის ავტომობილი მწყობრში იყო.
მოგვიანებით, რაიკონენმა იგრძნო, რომ ბორბალი მოეშვა და გაჩერდა. „ჩვენ პრობლემა შეგვექმნა, ბორბალი კარგად არ იყო დამაგრებული. მალე მოეშვა და იძლებული გავხდი, გავჩერებულიყავი. რბოლის დასაწყისში, ამ ბორბალზე საინსი დამეჯახა და ამ დროს მანქანა დაზიანდა. მერე „ზაუბერთან“ მქონდა საკმაოდ ხისტი კონტაქტი, რა დროსაც წინა ფრთა დაზიანდა“, - იხსენებს რაიკონენი, ვინც ამ დაზიანებების მიუხედავად, საკმაოდ სწრაფი იყო და ერთ მომენტში წრის საუკეთესო დროც დააფიქსირა.
ყოველივეს მიუხედავად, რაიკონენი კმაყოფილი დარჩა მანქანის სისწრაფით. მისი თქმით, დაზიანებები რომ არა, ფელიპე მასასთან მეოთხე ადგილისთვის პაექრობას შეძლებდა.

No comments:

Post a Comment