დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 11, 2015

„რენომ“ მოდიფიცირებული აგრეგატი გაგვაცნო

Renault reveals power unit gains
11 მარტი
„რენომ“ თავისი ფორმულა ერთის ჰიბრიდული აგრეგატის ახალი მოდიფიკაციის ზოგიერთი თავისებურება გაგვაცნო. როგორც ფრანგული კომპანია აცხადებს, განახლებული აგრეგატი, მის წინამორბედთან შედარებით, 25 პროცენტით მეტ თბურ ენერგიას აღადგენს. ოღონდ, არ აკონკრეტებს, ეს რის ხარჯზე მოხერხდა. სამაგიეროდ, „რენო სპორტ ფ1-ის“ მმართველ დირექტორ სირილ აბიტბულის თქმით, აგრეგატი დაახლოებით 5 პროცენტით ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს. და ხარჯი, ავტომობილის პრაქტიკულად ნებისმიერი სიჩქარისას არ იცვლება.

ბერგერი: „მერსედესთან“ კონკურენცია მხოლოდ „ჰონდას“ შეუძლია

Only Honda can match Mercedes – Berger
11 მარტი
ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ავსტრიელი გერჰარდ ბერგერი ამბობს, რომ ძრავების სიმძლავრის მხრივ, მხოლოდ „ჰონდას“ შეუძლია „მერსედესთან“ გატოლება. თუმცა, იმასაც დასძენს, რომ „მაკლარენის“ ამჟამინდელი პრობლემები სწორედ იაპონური კომპანიის ძრავისგან მოდის.

Tuesday, March 10, 2015

კონცეპტი iK-2 – „სუზუკის“ კომპაქტური ჰეჩბეკის მომავალი სახე

Suzuki Tackles B-Segment With iK-2 Hatchback Concept
10 მარტი
ჟენევის მოტორ შუზე, „სუზუკიმ“ ახალი კონცეპტუალური სუბკომპაქტური ჰეჩბეკი iK-2 წარადგინა, დიზაინის ახალ, „თხევადი დინების“ თემაზეა შექმნილი. კონცეპტი უახლეს პლატფორმაზეა ბაზირებული და ელეგანტური ფორმებით გამოირჩევა. ამასთან, იაპონურმა კომპანიამ მასზე ტექნოლოგიური სიახლეებიც გამოიყენა, რომლებიც ავტომობილს, ძალიან კონკურენტულ, B-სეგმენტში დამკვიდრებაში უნდა დაეხმაროს.

„მერსედესი“: „ფერარი“ ძლიერად გამოიყურება

Mercedes: Ferrari looks strong heading to F1 season opener
10 მარტი
„მერსედესის“ ფორმულა ერთის გუნდში მიაჩნიათ, რომ „უილიამსის“ გარდა, ტესტებზე სისწრაფით „ფერარის“ მანქანებიც გამოირჩეოდა. მოქმედმა ჩემპიონებმა, ტესტების უმეტესი ნაწილის განმავლობაში, აქცენტი მანქანის გამძლეობაზე გამოცდებსა და სავსე ავზებით ვარჯიშებზე გააკეთეს, რის გამოც, ცხრილში მოწინავე პიზიციაზე ძირითადად სხვა გუნდების პილოტები ხვდებოდნენ.

Monday, March 9, 2015

ახალი „ფორდ ფოკუს RS-ის“ დებიუტი ჟენევაში

Ford Debuts New Focus RS in Geneva, Still Doesn’t Say How Much Power it Makes
9 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე ახალი, მესამე თაობის „ფოკუს RS-ის“ წარდგენისას, „ფორდმა“ მის თვისებათა შორის ხაზგასმით დრიფტის ღილაკი და ლონჩ კონტროლი მოიხსენია. სამაგიეროდ, ზსტი სიმძლავრე კვლავ არ გაამხილა და თქვა, რომ სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ძრავი, რომლითაც ეს ავტომობილი არის აღჭურვილი, 315 ცხენის ძალაზე მეტს იძლევა. ეს ძალა კი, წინა RS-ისგან განსხვავებით, ყველა წამყვან ბორბალს მიეწოდება.

„რედ ბული“ მელბურნისთვის მზადაა

Ricciardo insists Red Bull is ready for Melbourne
9 მარტი
ფორმულა ერთის ახალი სეზონის წინ, ოპტიმისტურადაა განწყობილი „რედ ბულის“ ახალი ლიდერი, ავსტრალიელი დანიელ რიკარდო უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ RB11-ს სისწრაფე აკლია. ის დარწმუნებულია, რომ ტესტებზე წარმოქმნილი რამდენიმე პრობლემის მიუხედავად, გუნდი მელბურნში კარგად მომზადებული ჩადის.

ოჟიემ მექსიკაშიც გაიმარჯვა

Rallying-Ogier completes hat-trick of wins in Mexico
9 მარტი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ ამ სეზონის მესამე რბოლაც მოიგო. ამჯერად ის ყველაზე სწრაფი მექსიკის რალიზე იყო, რომლის დაწყებამდეც ამბობდა, აქ გამარჯვება თითქმის შეუძლებელიაო. ამის მიზეზად იმ ფაქტს ასახელებდა, რომ სპეცმონაკვეთებზე პირველს უწევდა გასვლა, რაც გრუნტიან გზებზე უპირატესობას მეტოქეებს ანიჭებს.

Friday, March 6, 2015

განახლებული „რეინჯ როვერ ევოუკის“ პრემიერა ჟენევაში

Facelifted Range Rover Evoque revealed
6 მარტი
„ლენდ როვერის“ ყველაზე პოპულარულ მოდელ „რეინჯ როვერ ევოუკს“ განახლების დრო დაუდგა და ბრიტანულმა კომპანიამ ის ახალი მაკიაჟით ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენა. არამარტო მაკიაჟით, ახალი ძრავებითა და შუქდიოდური ფარებითაც. დაკიდევ, ოფიციალური ინფორმაციით იმის შესახებ, რომ მყიდველს მალე „ევოუკის“ ღია ვერსიის შეძენის საშუალებაც ექნება.

ალონსო მალაიზიისთვის ემზადება

Alonso working on fitness amid 'science fiction' stories
6 მარტი
ფერნანდო ალონსო დიდი მონდემებით ემზადება ახალი სეზონისთვის, რომელიც მისთვის მეორე ეტაპიდან, მალაიზიის დიდი პრიზით იწყება. ბრიტანულ ტაბლოიდ „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის კარიერის მომავალიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მხოლოდ სპეკულაციაა. გაზეთმა ამ ინფორმაციის წყაროდ, „მაკლარენის“ თანამშრომელი დაასახელა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

Thursday, March 5, 2015

კონცეპტუალური „სუზუკი iM-4“ - პატარა და მუშა

Suzuki's iM-4 Concept is a Cute Yet Capable Offroader
5 მარტი
თუ თქვენ პატარა, სასიამოვნო გარეგნობის, ეკონომიური და ყველგანმავალის თვისებების მქონე ავტომობილის შეძენას აპირებთ, „სუზუკი“ მალე სწორედ ასეთს შემოგთავაზებთ. მისი სახელის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს, თუმცა იაპონურმა კომპანიამ, მის კონცეპტუალურ წინამორბედ iM-4-ის ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენისას, დაკონკრეტებისგან თავის შეკავება ამჯობინა - ამის დროც მალე მოვა.

ფეტელმა „ფერარისთან“ მოლაპარაკება 2008 წელს დაიწყო

Vettel says Ferrari talks began in 2008
5 მარტი
სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ „ფერარისთან“ პირველი მოლაპარაკება რამდენიმე წლის წინათ ჰქონდა, რის შემდეგაც, იტალიურმა ფუნდმა გადასვლა კიდევ რამდენჯერმე შესთავაზა. პირველი კონტაქტი კი 2008 წელს შედგა, როცა ის ჯერ კიდევ „ტორო როსოში“ ასპარეზბდა.

„ფორდი“ წლიურად 250 ცალ GT-ს გამოუშვებს

The Ford GT Will Cost $400,000, Sell 250 Per Year
5 მარტი
„ფორდმა“ თავისი ახალი სუპერ ავტომობილი GT ევროპელებს პირველად ჟენევის მოტორ შოუზე წარუდგინა. პრემიერისას, „ფორდ პერფორმენსის“ დირექტორმა დეივ პერიაკმა განაცხადა, რომ ამ ავტომობილს წლიურად მხოლოდ 250 ცალს გამოუშვებენ და თითოეული მათგანი 400 000 დოლარი ეღირება. პერიაკის თქმით, ეს არის „ლამბორგინი ავენტადორის“ საფასო არეალი.

Wednesday, March 4, 2015

„მაკლარენი“ მაისამდე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება

McLaren may not be competitive until May
1 მარტი
„მაკლარენის“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ მისი გუნდის ახალი ბოლიდი სრულ პოტენციალს პირველ ევროპულ ეტაპამდე ვერ გამოავლენს. უოკინგელებს რთული წინასასეზონო პერიოდი აქვთ და მათ ტესტებისას მხოლოდ 380 წრის (დაახლოებით 1750 კილომეტრის) გავლა შეძლეს, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია „ფორს ინდიას“ (შარშანდელი და ახალი ბოლიდით ივარჯიშა) ჯამურ სატესტო მანძილზე. ამასთან, ინდურმა გუნდმა ხერესის ტესტები სრულად გამოტოვა.

ლაუდა: „მერსედესის“ დომინაცია ტოტალური აღარ იქნება

Mercedes will not totally dominate 2015 – Lauda
4 მარტი
„მერსედესის“ ფორმულა ერთის გუნდის არააღმასრულებელი დირექტორი ნიკი ლაუდა ვარაუდობს, რომ მისი გუნდის უპირატესობა მეტოქეებთან ისეთივე დიდი არ იქნება, როგორიც გასულ სეზონში იყო. ის არ ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამქიმიანები ახალ სეზონში კიდევ უფრო უკონკურენტოები იქნებიან.

Tuesday, March 3, 2015

„ფერარი“ „რედ ბულის“ დონეზეა მომზადებული

Ferrari "on par with Red Bull" ahead of Australian GP
3 მარტი
„ფერარის“ პრეზიდენტი სერჯო მარკიონ თვლის, რომ ავსტრალიის დდ პრიზის რბოლისთვის, მისი კომპანიის გუნდი ისეთივე დონეზეა მომზადებული, როგორც „რედ ბული“. მარანლოელებს შარშან რთული სეზონი ჰქონდათ, მაგრამ წინასასეზონო ტესტებმა აჩვენა, რომ მათ წინსვლა შეძლეს. უფრო მეტიც, ფავორიტ „მერსედესის“ მდევართა შორის, მოწინავეთა რიგებში იქნებიან.