დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 4, 2015

ლაუდა: „მერსედესის“ დომინაცია ტოტალური აღარ იქნება

Mercedes will not totally dominate 2015 – Lauda
4 მარტი
„მერსედესის“ ფორმულა ერთის გუნდის არააღმასრულებელი დირექტორი ნიკი ლაუდა ვარაუდობს, რომ მისი გუნდის უპირატესობა მეტოქეებთან ისეთივე დიდი არ იქნება, როგორიც გასულ სეზონში იყო. ის არ ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამქიმიანები ახალ სეზონში კიდევ უფრო უკონკურენტოები იქნებიან.
გერმანულმა გუნდმა ახალი „ტურბო ეპოქის“ პირველივე სეზონში ყველა დაჩრდილა. მისმა ლუის ჰამილტონმა პილოტებს შორის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში აჯობა თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, სამქიმიანებმა კი იოლად მოიგეს კონსტრუქტორთა თასი. ამასთან, სამის გარდა ყველა რბოლა მათი გამარჯვებით დასრულდა.
წინასასეზონო ტესტებზე ყველაზე სწრაფები და სტაბილურები ისევ „მერსედესის“ პილოტები იყვნენ. და არ ჩანს მიზეზი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ახალ სეზონში მათ ვინმე, თუნდაც კარგ ფორმაში მყოფი და „მერსედესის“ ძრავით აღჭურვილი „უილიამსი“, უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევს. მაგრამ ლაუდა დარწმუნებულია, რომ მეტოქეები წინ ნახტომისთვის მზად არიან.
„მართლაც ძალიან საინტერესო სეზონი გველის, რომელშიც მარტო „მერსედესის“ მიღწევების შემხედვარე არ იქნებით. მრბოლებს შორის, ტიტულის ბედი მხოლოდ ლუისსა და ნიკოს შორის ბრძოლაში არ გაირკვევა. პაექრობაში მესამე და ალბათ მეოთხე პილოტიც ჩაერთვება“, - ამბობს ახალი ამბების ავსტრიულ სააგენტო APA-სთან საუბრისას ამბობს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. თუმცა, ლაუდა ასევე დასძენს, რომ მხოლოდ წინასასეზონო ტესტების მიხედვით მსჯელობა ძნელია: „ყველაფრის მიუხედავად, დავიჯერებ მხოლოდ იმას, რასაც მელბურნში ვნახავ“.
კითხვაზე, ვინ გაუწევს მისი გუნდის პილოტებს ყველაზე ძლიერ კონკურენციას, ლაუდას ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს. „რედ ბულსა“ და „რენოს“ სერიოზული პროგრესი აქვთ, რაც დანიელ რიკარდოს შარშანდელი მიღწევის მინიმუმ გამეორების იმედს აძლევს. სერიოზული ძალა იქნება „უილიამსი“, თუმცა მისი ფინელი მრბოლი ვალტერი ბოტასი თვლის, რომ ამ ეტაპზე, „მერსედესის“ დამარცხება ძალიან ძნელი იქნება. მისი ვარაუდით, სამქიმიანები დანარჩენებს საშუალოდ მინიმუმ ნახევარ წამს უგებენ. „მერსედსის“ უახლოეს მდევარ გუნდებს შორის, ანგარიშგასაწევ ძალად ბრუნდება „ფერარი“. სამწუხაროდ, მოწინავეთა შორის ჯერ ისევ ვერ ვიხილავთ „მაკლარენს“, რომელსაც პირველ ეტაპებზე, ტექნიკურ პრობლემებთან ბრძოლა და ტესტირების რეჟიმში ასპარეზობა მოუწევს.

No comments:

Post a Comment