დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, March 6, 2015

ალონსო მალაიზიისთვის ემზადება

Alonso working on fitness amid 'science fiction' stories
6 მარტი
ფერნანდო ალონსო დიდი მონდემებით ემზადება ახალი სეზონისთვის, რომელიც მისთვის მეორე ეტაპიდან, მალაიზიის დიდი პრიზით იწყება. ბრიტანულ ტაბლოიდ „დეილი მეილის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის კარიერის მომავალიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მხოლოდ სპეკულაციაა. გაზეთმა ამ ინფორმაციის წყაროდ, „მაკლარენის“ თანამშრომელი დაასახელა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.
ალონსო ამბობს, რომ მისი ავარიის შესახებ გავრცელებული ვარაუდები, ფანტასტიკის“ სფეროდანაა და სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც ესპანელი ამბობს, ის თავდაუზოგავად მუშაობს იმისათვის, რომ სეპანგისთვის სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში იყოს.
„რამდენიმე დღეში სეზონი დაიწყება და ფანტასტიკაც ამოიწურება“, - საკუთარ ტვიტერზე წერს ალონსო და დასძენს, რომ ყოველდღე 30 წუთს ველოსიპედით დადს, ამდენივე დროს ცურვას უთმობს, 30 წუთსაც დარბაზში ატარებს. „მალაიზია ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი რბოლაა და ჩვენ ამისათვის 100 პროცენტით მზად ვიქნებით!“.

No comments:

Post a Comment