Tesla’s Gigafactory will Build 500,000 Batteries
by 2020, More than 2013’s Overall Global Production
2 მარტი
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია „ტესლა“
უზარმაზარი ქარხნის მშენებლობას გეგმავს, რომელმაც ელექტრომობილებისთვის
ელემენტები უნდა გამოუშვას. თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, „ტესლა მოტორსი“
ამ ქარხნის მშენებლობაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს. სამაგიეროდ,
ქარხანა წლიურად დაახლოებით ნახევარ მილიონ ელემენტს გამოუშვებს, რითაც ის
საავტომობილო ლითიუმ-იონური ელემენტების მოთხოვნილებას სრულად გადაფარავს.
იმავდროულად, მნიშვნელოვნად დაბლა დასწევს მათს ფასს, რამაც ელექტრომობილების
ფასის შემცირება უნდა გამოიწვიოს. ამის წყალობით, „ტესლა“ მასობრივი და ხელმისაწვდომი
ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებს.