დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 25, 2014

კობაიაში მანქანით უკმაყოფილოა

Kamui Kobayashi says GP2 car faster than his Caterham F1 machine
25 თებერვალი
კამუი კობაიაში დარწმუნებულა, რომ „კატერჰემის“ ფ1-ის ავტომობილზე სწრაფი GP2-ის ბოლიდია. ამ დასკვნამდე ის ბაჰრეინის ტესტების შემდეგ მივიდა. ბაჰრეინის ტესტებზე მისი საუკეთესო შედეგი 1 წუთი და 39.8 წამი იყო, რაც გასულ სეზონში, ბაჰრეინის GP2-ის რბოლის კვალიფიკაციის გამარჯვებულის დროზე დაახლოებით 0.4 წამით მეტია.
ამ ეტაპზე, „რენოს“ ძრავებით მოსარგებლე გუნდების მთავარი საზრუნავი, ტექნკის გამძლეობააა. ეს იმ დროს, როცა „მერსედესის“ ძრავებით აღჭურვილი ბოლიდები უკვე სარბოლო რეჟიმზეც მუშაობენ და ათასობით კილომეტრი აქვთ გავლილი. კობაიაში იმედოვნებს, რომ სეზონის დაწყებამდე, ბოლო ტესტებზე, მანქანა თავის რეალურ შესაძლებლობებს გამოავლენს.
„სარბოლო კონდიციებში აქ არ გვივარჯიშია, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, ალბათ გაგვიჭირდებოდა GP2-ის მანქანის ჯობნაც კი. ყოველ შემთხვევაში, აქ ნაჩვენები დროების მიხედვით, ამის თქმა შემიძლია. ბევრი მუშაობაა საჭირო, მაგრამ ახლა რომ რბოლა გვიწევდეს, თავისუფლად ვიტყოდი, რომ ფ1-ისთვის მზად არ ვართ. დროში ძალიან შეზღუდულები ვართ. არამხოლოდ საიმედობაზე გვიწევს ზრუნვა, არამედ სიჩქარეზეც. რაც შეგვიძლია, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სტარტამდე სიტუაცია გამოვასწოროთ“, - ამბობს კობაიაში.
ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვაზე, მისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, გამძლე, თუ კონკურენტუნარიანი მანქანა, იაპონელი პასუხობს: „ჩემთვის მთავარია, რომ მეტოქეებს დავეწიოთ. ეს ჩემთვის მთავარია. აქ სწორედ ამისთვის ვარ და არა იმისთვის, რომ ფინიშამდე მიღწევა მახარებდეს. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგი შედეგები. ეს სეზონი ჩვენს გუნდს კარგ შანსს პირდება და მისი არგამოყენება არ შეიძლება. თუმცა, ჯერჯერობით კონკურენტუნარიანობისგან ძალიან შორს ვართ“.

No comments:

Post a Comment