დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 2, 2013

„მიცუბიშის“ სამი მუშკეტერი ტოკიოში

Mitsubishi Previews New SUV and MPV Concepts for Tokyo Motor Show
2 ნოემბერი
„მიცუბიშიმ“ ტოკიოს მოტორ შოუსთვის სამი კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა, რომლებიც ახალი ტექნოლოგიით არის შექმნილი. კომპანიის განმარტებით, ამ ავტომობილების მეშვეობით, ჩვენ ვნახავთ უახლოეს მომავალში „მიცუბიშის“ განვითარების მიმართულებას.

რა შეუძლია „ჰიუნდაის“ წყალბადის ფიჭურ ელემენტებს

Hyundai Creates Fuel Cell Farm Powered by Hydrogen-Fuelled iX35
2 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ ლონდონელებს წინასწარ დაანონსებული წარმოდგენა მოუწყო, რომელშიც მთავარ როლს, წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ქროსოვერი iX35 ასრულებდა. ეს არის ამ ტიპის ტექნოლოგიით აღჭურვილი პირველი სერიული ავტომობილი მსოფლიოში. სპეციალური წარმოდგენისას, რომელიც ლონდონის დიზაინის მუზეუმის მახლობლად მოეწყო, ავტომობილის გამოსაბოლქვი დაკავშირებული იყო მინი ფერმასთან, რომელსაც სუფთა წყლით ამარაგებდა.

ვებერმა ფეტელი პოულზე არ მიუშვა

Motor racing-Webber keeps Vettel off Abu Dhabi pole
2 ნოემბერი
ახლა, როცა სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მეოთხე ტიტული უკვე გაინაღდა, შეიძლება ითქვას, რომ მარკ ვებერის ჯერი დადგა - ავსტრალიელი მალე დატოვებს „რედ ბულს“, რომელსაც წლების განმავლობაში ემსახურა და ახლა ავსტრიული საჯინიბოს ჯერია, სამაგიერო გადაუხადოს. თუმცა, კვალიფიკაციაში ვებერის გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ წითელი ხარები სენტიმენტურ ხასიათზე არიან და თავიანთ პილოტს საკადრის გაცილებას უწყობენ.

საქართველოს ჩემპიონატი, ლეჯენდსი, მე-6 ეტაპი, მოკლე რბოლა (ფოტორეპორტაჟი)

2 ნოემბერი

საქართველოს ჩემპიონატი, ლეჯენდსი, მე-6 ეტაპი, კვალიფიკაცია (ფოტორეპორტაჟი)

2 ნოემბერი

საქართველოს ჩემპიონატი, GT, ტურინგი, მე-6 ეტაპი, კვალიფიკაცია (ფოტორეპორტაჟი)

2 ნოემბერი

საქართველოს ჩემპიონატი, ფორმულა ალფა, მე-6 ეტაპი, კვალიფიკაცია (ფოტორეპორტაჟი)

2 ნოემბერი

Friday, November 1, 2013

ვებერი „ფერარიში“ გადასვლასთან „ძალიან ახლოს“ იყო

Webber admits Ferrari switch was 'very close'
1 ნოემბერი
აბუ დაბიში მარკ ვებერმა აღიარა, რომ მას „ფერარიში“ გადასვლის და იქ თავისი კარიერის რეალური შანსი ჰქონდა. „კონტრაქტის გაფორმებამდე იმდენად ახლოს ვიყავით, რომ შემეძლო ტელეფონი ამეღო და ამის შესახებ დიტრიხ მატეშიცისთვის მეთქვა“, - ამბობს ვებერი, ვისაც „ფერარიში“ გასული სეზონის მიწურულს იწვევდნენ, რა თქმა უნდა, ფელიპე მასას ადგილზე. ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ფორმულა ერთს დატოვებს და ლე მანის რბოლებში გადაინაცვლებს, სადაც „პორშეს“ პირველი კატეგორიის სარბოლო პროტოტიპით იასპარეზებს.

მალდონადო გუნდს თავად აირჩევს

Motor racing-Maldonado says he will decide who he drives for
1 ნოემბერი
ვენესუელელ მრბოლ პასტორ მალდონადოს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, დარჩეს „უილიამსში“, რომლის მანქანითაც ამ სეზონიში მხოლოდ ერთი ქულა აქვს აღებული, თუ სხვაგან გადავიდეს. ბევრი ვარაუდბს, რომ ზედმეტად ტემპერამენტიანმა პილოტმა შესაძლოა „ლოტუსში“ გადაინაცვლოს, სადაც კიმი რაიკონენის ადგილს დაიკავებს. თუმცა აბუ დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე „მალდონატორმა“ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ალექს იმნაძის კონცეპტუალური "მაზერატი ბორა" (ფოტორეპორტაჟი)

1 ნოემბერი

რაიკონენმა მოკლებაზიანი მანქანით ივარჯიშა

Raikkonen switches back to short wheelbase car
1 ნოემბერი
თავისუფალ პრაქტიკებზე კიმი რაიკონენმა მოკლებაზიანი „ლოტუსით“ ივარჯიშა. გრძელბაზიანი შასი ბრიტანულმა გუნდმა პირველად იტალიაში გამოსცადა და კორეიდან რბოლებშიც იყენებს. მაგრამ ფინელმა მრბოლმა იას მარინა ცირკვიტზე ვარჯიში ისევ მოკლებაზიანით ისურვა და მას ეს სურვილი შეუსრულეს.

გროჟანი და ფეტელი ცხრილების სათავეში

Motor racing-Vettel back on top in Abu Dhabi
1 ნოემბერი
თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ მეოთხე ტიტულის განაღდების შემდეგ, სებასტიან ფეტელს გამარჯვებისკენ ლტოლვა დაუოკდება, ძალიან ცდება. ისიც და „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერიც ამბობენ, რომ დარჩენილი სამივე რბოლის მოგება სურთ! და რა თქმა უნდა, ყველაფერს იზამენ ამ სურვილის ასასრულებლად. პრტაქტიკებზე თავის გამოდება არაფერს ნიშნავს, მაგრამ ინდოეთში ფეტელმა მაინც ყველაფერი - სამივე პრაქტიკა, კვალიფიკაცია და რბოლა, მოიგო.