დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 2, 2013

„მიცუბიშის“ სამი მუშკეტერი ტოკიოში

Mitsubishi Previews New SUV and MPV Concepts for Tokyo Motor Show
2 ნოემბერი
„მიცუბიშიმ“ ტოკიოს მოტორ შოუსთვის სამი კონცეპტუალური ავტომობილი მოამზადა, რომლებიც ახალი ტექნოლოგიით არის შექმნილი. კომპანიის განმარტებით, ამ ავტომობილების მეშვეობით, ჩვენ ვნახავთ უახლოეს მომავალში „მიცუბიშის“ განვითარების მიმართულებას.

რუხი ფერის „მიცუბიში კონცეპტ GC-PHEV“ არის მომავალი სრულგაბარიტიანი უგზოობის ავტომობილი, რომელსაც ოთხივე ბორბალზე მუდმივი მოდება აქვს. კონცეპტუალური ავტომობილი პლაგ-ინ ჰიბრიდული (PHEV სწორედ ამას აღნიშნავს) სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც მძლავრი ელექტრო ძრავისა და მაღალი ტევადობის ელემენტების ბლოკთან ერთად, 3.0-ლიტრიანი, მექანიკურ დამჭირხნიანი V6 ძრავი შედის. შიდაწვის ძრავთან კი 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა დაკავშირებული. იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ეს ავტომობილი, ნებისმიერი სირთულის გზაზე გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მეორე, წითელი კონცეპტიც უგზოობისაა. ესაა „მიცუბიში კონცეპტ XR-PHEV“. ამ შემთხვევაში, მწარმოებელი თავის მომავალ უგზოობის კომპაქტურ ავტომობილს გვიჩვენებს. ოღონდ, ეს უფრო ეგრეთ წოდებული საპარკეტო ქროსოვერია სპორტული იერით. მას წინა წამყვანი ბორბლები აქვს, მამოძრავებელ ძალას კი ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემისგან ღებულობს. თუმცა, ამ შემთხვევაში, სისტემაში 1.1-ლიტრიანი ტურბო ძრავი (უშუალო შეფრქვევით) და მსუბუქი ელექტრო ძრავია გაერთიანებული.
მესამე ავტომობილია „მიცუბიში კონცეპტ AR“ (მწვანე), რომლითაც კომპანია თავის მომავალ კომპაქტურ მინივენს გვიჩვენებს. ეს ავტომობილი იმითაა საინტერესო, რომ ის უგზოობის ავტომობილივით მანევრულია და მინივენივით ფართო ინტერიერი აქვს. ეს ავტომობილი იმავე პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომლითაც კონცეპტი XR-PHEV.
„მიცუბიში“ ამბობს, რომ სამივე ავტომობილი, უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომელთა ერთობლიობასაც „e-ესისტს“ უწოდებს. გარდა ამისა, ეკიპირებაში შემდეგი თაობის ელექტრონული სისტემები შედის.
სულ ტოკიოს შოუზე „მიცუბიში“ 17 ავტომობილს წარადგენს. მათ შორის იქნება „ძალიან მაღალი“ უნივერსალი „eK სპეისი“, რომლის სერიულ წარმოებასაც იაპონური კომპანია მალე დაიწყებს.

No comments:

Post a Comment