დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 26, 2013

„მერსედესის“ S-კლასის სერიული კუპე კონცეპტუალურის მსგავსი იქნება

Mercedes Says S-Class Coupe will be "Very Close" to the Concept
26 ოქტომბერი
„მერსედესის“ დიზაინის შეფი იან კაული ამბობს, რომ S-კლასის კუპეს სერიული ვერსია, ფრანკფურტის მოტორ შოუზე ნაჩვენები კონცეპტულური კუპეს მსგავსი იქნება. მისივე თქმით, კონცეპტუალურ ავტომობილზე სერიული კუპეს ბევრი ნაწილი გამოიყენეს, რაც ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად წინასერიული მოდელის პროტოტიპი იყო. S-კლასის კუპე ბაზარზე მომავალ წელს გამოვა.

ფეტელი - გამანადგურებელი

Motor racing-Vettel on pole for Indian Grand Prix
26 ოქტომბერი
სებასტიან ფეტელი არის ერთადერთი პილოტი, ვინც ინდოეთის დიდი პრიზის პრაქტიკებზეც, კვალიფიკაციებზეც და რბოლებშიც, ყოველთვის ცხრილის სათავეშია. 2011 და 2012 წლებში ასე იყო და ახლა ისღა დარჩენია, სამივე პრაქტიკასა და კვალიფიკაციაზე პირველობას, ხვალინდელ რბოლაში გამარჯვებაც მიაყოლოს და ზედიზედ მეოთხე ტიტულიც გაინაღდოს. დანარჩენების რბოლა კი მისი ტრიუმფის აკომპანიმენტი იქნება...

Friday, October 25, 2013

„მაკლარენ P13-ის“ სიმძლავრე 450 ცხენის ძალას მიაღწევს

Report Says McLaren P13 will have 450HP and a £120,000/€140,950 Sticker Price
25 ოქტომბერი
„მაკლარენმა“ ახლახანს დაიწყო თავის ფლაგმან სუპერ ავტომობილ P1-ის წარმოება და მაშინვე მთელი ყურადღება მესამე ავტომობილის, ყველაზე ხელმისაწვდომი P13-ის მომზადებაზე გადაიტანა. P13-ს ხშირად „პორშე 911-ის“ კონკურენტად მოიხსენიებენ და როგორც ბრიტანული კომპანია აღიარებს, ეს მის გამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იქნება, რადგან მას „მაკლარენის“ მომავალ ბესტ სელერად მოიაზრებენ.

„ფერარი“ მარანელოში ფ1-ის ახალი ქარხანას ააშენებს

Ferrari to Build New F1 Plant in Maranello
25 ოქტომბერი
„ფერარი“ თავისი მარანელოს შტაბ-ბინის მახლობლად, ფორმულა ერთისთვის ახალ ქარხანას ააშენებს. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შესასბამისად, ახალი საწარმო სამსართულიანი იქნება და მასში თავისუფლად განთავსდება „სკუდერია ფერარის“ 700 თანამშრომელი. სავარაუდოდ, ქარხანა მუშაობას ერთ წელიწადში დაიწყებს.

„ფორდმა“ სავაჭრო ნიშანი „მახ 1“ დააპატენტა

Ford Trademarks “Mach 1” Name For 2015 Mustang
25 ოქტომბერი
„ფორდი“ თავის საწარმოო პროგრამაში ლეგენდარულ სახელ „მახ 1-ს“ აბრუნებს, რომელსაც მეექვსე თაობის „მუსტანგისთვის“ გამოიყენებს. ცისფერმა ოვალმა შეერთებული შტატების პატენტების სააგენტოში ამ სახელის კუთვნილებაზე განაცხადი ერთი წლის წინ შეიტანა და მალე პასუხსაც (სავარაუდოდ, დადებითს) ელის.

ტიერი ნოივილი შეიძლება „ჰიუნდაის“ გუნდში გადავიდეს

Thierry Neuville poised for Hyundai WRC move for 2014
25 ოქტომბერი
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, ბელგიელი მრბოლი ტიერი ნოივილი, რომელსაც რალის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორე ადგილი მყარად უკავია, მომავალი სეზონიდან „ჰიუნდაის“ გუნდში იასპარეზებს. ნოივილი, ვინც გუნდ „M-სპორტის“ „ფორდ ფიესტათი“ ასპარეზობს, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. თუმცა ბრიტანული გამოცემა ირწმუნება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და კონტრაქტამდე ფორმალური მხარის მოგვარებაღა დარჩა.

ისევ ფეტელი და ვებერი

UPDATE 1-Motor racing-Vettel dominates Indian GP practice
25 ოქტომბერი
მეორე პრაქტიკაზე, ერთბაშად შვიდმა პილოტმა შეძლო სებასტიან ფეტელის მიერ პირველ პრაქტიკაზე დაფიქსირებული დროის გაუმჯობესება, თუმცა თავად გერმანელმაც მოუმატა ტემპს და საბოლოოდ, ერთადერთმა შეძლო „ბუდ-ის“ წრის 1:26-ზე ნაკლებში გავლა. მარკ ვებერიც ამ ზღვართან ახლოს გაჩერდა. „რედ ბულისთვის“ მთავარი კი ისაა, რომ მისმა ორივე პილოტმა ისევ ორი საუკეთესო დრო აჩვენა.

ფეტელი ინდოეთში ტიტულის განაღდებას გეგმავს

Motor racing-Vettel leads Red Bull one-two in India practice
25 ოქტომბერი
ბუნებრივია - რაც ვერ შეძლო იაპონიაში, იმას ინდოეთში აპირებს და ალბათ, მიზანს მიაღწევს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, პირველივე თავისუფალ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი იყო. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მას ყველაზე მეტი კონკურენცია „მერსედესის“ და „ლოტუსის“ პილოტებისგან შეხვდა. თუმცა, ცხრილის პირველი ორი გრაფა „რედ ბულის“ პილოტებმა დაიკავეს.

Thursday, October 24, 2013

სლოვაკურმა მფრინავმა ავტომობილმა პირველი ფრენა შეასრულა (ვიდეო)

Slovakian flying car take its first flight
24 ოქტომბერი
მფრინავი ავტომობილი, ან თუ გნებავთ, საგზაო თვითმფრინავი, ადამიანისთვის უცხო ხილი აღარაა - კომპანია „ტერაფუჯა“ ასეთ მანქანას, სახელად „ტრანსიშნს“, უკვე სერიულად აწარმოებს. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ერთადერთი მფრინავი ავტომობილი სულაც არ ყოფილა. სლოვაკეთში არსებობს მსგავსი ტიპის მანქანა, სახელად „აერომობილ 2.5“, რომელმაც პირველი სატესტო ფრენა ახლახანს შეასრულა.

„სუზუკი SX4 S-ქროსმა“ ევრო NCAP-ისგან 5 ვარსკვლავი დაიმსახურა

Suzuki SX4 S-Cross Receives 5-Star Euro NCAP Rating
24 ოქტომბერი
„სუზუკის“ უახლესმა ქროსოვერმა „SX4 S-ქროსმა“ წარმატებით ჩააბარა ევრო NCAP-ის გამოცდები - ქრეშ ტესტებზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ავტომობილმა კარგი შეფასებები მიიღო ზრდასრულ მგზავრთა დაცვის, მცირეწლოვან მგზავრთა უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დამხმარე სისტემების შეფასებისას.

„ფორდ ფოკუსი“ ისევ მსოფლიოს ბესტ სელერია

Ford Focus Remains Best-Selling Vehicle Worldwide in First Half of 2013
24 ოქტომბერი
ამ საკითხში „ფორდი“ და „ტოიოტა“ ვერ თანხმდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ ნეიტრალური მხარე, როგორიცაა მარკეტინგული კომპანია „პოლკი“, ამერიკული კომპანიის სასარგებლო შედეგებს იძლევა. კერძოდ, მისი მონაცემებით (მსოფლიოში მასზე სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხში არავის მოეპოვება), წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, „ფორდ ფოკუსი“ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.

„მერსედესმა“ პიტსტოპის რეკორდი გააუმჯობესა

Mercedes beats Red Bull's pitstop record
24 ოქტომბერი
იაპონიაში რბოლის დროს, „მერსედესმა“ პიტსტოპის სისწრაფეში „რედ ბულის“ რეკორდული დრო გააუმჯობესა. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, სამქიმიანებმა სუზუკაზე ერთ-ერთი პიტსტოპის დროს ოთხივე საბურავის გამოცვლას 2.02 წამი მოანდომეს. ეს კი 0.04 წამით ნაკლებია „რედ ბულის“ რეკორდზე.

მასა მოლაპარაკებას „უილიამსთან“ აწარმოებს

Massa confirms talks with Williams over 2014 Formula 1 drive
24 ოქტომბერი
ფელიპე მასამ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს „უილიამსთან“, სადაც შესაძლოა, პასტორ მალდონადო შეცვალოს. ბრაზილიელის გამოცდილების გარდა, ბრიტანული გუნდი მისი სპონსორებითაცაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ „უილიამსიდან“ მალდონადოს წასვლის შემთხვევაში, გუნდს მისი მთავარი სპონსორი, ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიაც დატოვებს და ამიტომ, გროველებს მისი შემცვლელი დასჭირდებათ.

„პორშე მაკანი“ სადებიუტოდ მზადაა

Porsche Just Can't Wait to Blow the Covers Off New Macan SUV
24 ოქტომბერი
ეს ავტომობილი მალე „პორშეს“ ბესტსელერი უნდა გახდეს. მის გამოსაშვებად, გერმანულმა კომპანიამ ლაიპციგის ქარხანა მნიშვნელოვნად გააფართოვა. და ბუნებრივია, „მაკანის“ პრემიერას არამხოლოდ ავტოსამყარო და მომავალი მყიდველი ელის მოუთმენლად, არამედ თავად „პორშეც“. ამაში გასაკვირი არაფერია - თავის დროზე, უგზოობის „კაიენმა“ ცუფენჰაუზენელებს უზარმაზარი მოგება მოუტანა. ახლა კი „მაკანისგანაც“ იგივეს ელიან.

„ჰიუნდაიმ“ ახალი „ჯენეზისის“ ესკიზები გვიჩვენა

Hyundai Releases Official Renderings of All-New 2015 Genesis Sedan
24 ოქტომბერი
დამთავრდა ტესტების და კამუფლაჟის დრო და „ჰიუნდაიმ“ თავისი ახალი ფლაგმანის, სედან „ჯენეზისის“ ტიზერის ნაცვლად, მისი ესკიზები გამოაქვეყნა. მათზე იმ ავტომოვილს ვხედავთ, რომელიც მალე გამოჩნდება კორეული კომპანიის დილერთა შოურუმებში. ისევე როგორც პირველი „ჯენეზისი“ მეორეც ალბათ პირველად კორეის ბაზარზე გამოჩნდება, შემდეგ კი სავარაუდოდ, მას დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგენენ - რაც უნდა იყოს, ამერიკა ამ ავტომობილის მთავარი ბაზარია.