დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 24, 2013

„ფორდ ფოკუსი“ ისევ მსოფლიოს ბესტ სელერია

Ford Focus Remains Best-Selling Vehicle Worldwide in First Half of 2013
24 ოქტომბერი
ამ საკითხში „ფორდი“ და „ტოიოტა“ ვერ თანხმდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ ნეიტრალური მხარე, როგორიცაა მარკეტინგული კომპანია „პოლკი“, ამერიკული კომპანიის სასარგებლო შედეგებს იძლევა. კერძოდ, მისი მონაცემებით (მსოფლიოში მასზე სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხში არავის მოეპოვება), წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, „ფორდ ფოკუსი“ მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.
როგორც ყოველთვის, ამ ინფორმაციას „ტოიოტა“ საკუთარი ინფორმაციით უარყოფს, თუმცა სანამ ასე მოხდება, საინტერესო იქნება იმის ცოდნა, რასაც ცისფერი ოვალი ავრცელებს. ამ ინფორმაციის შესაბამისად, რომელიც სწორედ „პოლკის“ მონაცემებს ეყრდნობა, ამერიკულ კომპანიას პირველ ექვს თვეში 589 709 ცალი „ფოკუსი“ აქვს გაყიდული. „ფორდის“ ინფორმაციით, „ფოკუსის“ გაყიდვები შარშანდელთან შედარებით 20 პროცენტით არის გაზრდილი. გაყიდვების ზრდა კი პირველ რიგში, ჩინეთისა და სხვა აზიური ქვეყნების ხარჯზე მოხდა. კერძოდ, ცისქვეშეთში პირველ ექვს თვეში 202 380 ცალი „ფოკუსია“ გაყიდული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 137 პროცენტით მეტია.
გარდა ამისა, „ფორდი“ თავისი სხვა მოდელების გაყიდვების მონაცემებსაც აქვეყნებს, რომელთა შესაბამისადაც, სუბკომპაქტური „ფიესტა“, თავის კლასში მსოფლიოს ლიდერად რჩება. ის 356 434 ცალია გაყიდული.
ცნობისათვის, „პოლკის“ მონაცემების მიხედვით, შარშან მსოფლიოს ბესტ სელერი „ფორდ ფოკუსი“ იყო, რომელიც 1 020 410 ცალი გაიყიდა. მაგრამ „ტოიოტამ“ თავისი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, მისი 1.16 მილიონი „კოროლა“ აქვს გაყიდული...

No comments:

Post a Comment