დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 27, 2015

როსბერგი ძველი ძრავითაც პირველია

Motor racing-Rosberg fastest as Mercedes dominate in Abu Dhabi
27 ნოემბერი
რაც მესამედ, ვადამდე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ლუის ჰამილტონი ყოველი ეტაპის წინ ამბობს, ჩემპიონი კი გავხდი, მაგრამ აქ მოსაგებად ვარ ჩამოსულიო, მაგრამ სულ ტყუილად. მოტივაცია აშკარად აკლია და ასე ნიკო როსბერგს ვერაფერს უხერხებს. ასეა აბუ დაბიშიც, სადაც პირველ პრაქტიკაზე ჩემპიონმა კი იმარჯვა, მაგრამ მეორე პრაქტიკაზე უკვე მისი თანაგუნდელი იყო უსწრაფესი.
სხვათა შორის, როსბერგმა განაცხადა, რომ ძველი ძრავით უწევს ასპარეზობა, რათა ძრავების ლიმიტი არ დაარღვიოს, რაც სტარტზე ადგილების დაკარგვას უქადის. მოკლედ, „მერსედესმა“ მის ბოლიდზე ძველი აგრეგატი დააყენა, ოღონდ რესურსის შესანარჩუნებლად, სიმძლავრე ოდნავ შეუზღუდა. ეს კი, პრაქტიკაზე თუ არა, კვალიფიკაციასა და რბოლაში მაინც იჩენს თავს.
„ძრავის რესურსის იმაზე მეტად გაზრდამ მოგვიწია, ვიდრე ვგეგმავდით. ამიტომ, ჩემს ძრავს სიმძლავრე დააკლდა, რაც სწორ მონაკვეთებზე იგრძნობოდა. მომიწევს დანაკარგის მოსახვევებში ანაზღაურება. ლუისთან აქ დიდი ბრძოლა მომიწევს. მას დღეს თავი დიდად არ შეუწუხებია. ასე რომ, ხვალ უფრო ახლოს ვიქნებით“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც შარშან აბუ დაბიში პოული კი მოიპოვა, მაგრამ რბოლა ჰამილტონმა მოიგო.
საინტერესო ფაქტი: მალე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს დაარსებიდან 44 წელი შეუსრულდება და სიმბოლურად, ჩემპიონის მანქანას სწორედ ეს ნომერი ამშვენებს. უფრო მეტიც, თუ ის მოიგებს, ეს მის კარიერაში 44-ე გამარჯვება იქნება. რაც შეეხება როსბერგს, ის ზედიზედ მეექვსე პოულისა და ზედიზედ მესამე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
პირველ სესიაზე მესამე დრო კიმი რაიკონენმა აჩვენა, ვინც ამ სეზონში თავის გამოსვლას საშუალოდ აფასებს. მეორე სესიაზე კი მესამე დრო სერხიო პერესს ჰქონდა, რომელმაც ნარბოლევს განაცხადა, მუხრუჭები ცუდად მუშაობდაო. ორივე სესიაზე მეხუთე იყო სებასტიან ფეტელი. მეოთხე დროები კი „რედ ბულის“ დანილ კვიატმა და დანიელ რიკარდომ „გაცვალეს“.

აბუ დაბის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:43.754
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:43.895
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:44.500
4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:44.702
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:44.742
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:44.751
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:44.893
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:44.934
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          1:45.314
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:45.433
11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:45.603
12. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:45.718
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:45.773
14. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             1:45.865
15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:46.115
16. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:46.220
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:46.407
18. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი)             1:46.501
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:48.836
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:49.888

მეორე პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:41.983
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:42.121
3. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:42.610
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:42.647
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:42.717
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:42.798
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:42.849
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:42.928
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              1:42.955
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:43.431
11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:43.441
12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:43.506
13. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:43.662
14. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:43.854
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:43.929
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:44.050
17. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:44.116
18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:45.245
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:46.450
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)          1:47.022

No comments:

Post a Comment