დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 27, 2015

„პაგანი ძონდა ლა ნონა“ მილიონი კილომეტრი გარბენით

Pagani Zonda "La Nonna" With 1 Million Km Restored
27 ნოემბერი
მილიონი კილომეტრი რომ სერიულმა ავტომობილმა გაიაროს, დიდი მიღწევა იქნება. სუპერ ავტომობილისთვის კი ეს ისეთი მიღწევაა, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძრავი, ტრანსმისია და სხვა ძირითადი ნაწილები, ხანგრძლივ ექსპლუატაციისთვის არაა განკუთვნილი. ამ „პაგანი ძონდას“ კი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი. თუმცა, ეს არ არის სერიული ავტომობილი, ეს „პროტოტიპ 2-ია“.
ის 1999 წელს შეიქმნა და სახელად „ძონდა C12“ დაარქვეს. აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით (M120), რომელიც თავიდან მხოლოდ 394 ცხენის ძალას ავითარებდა. მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ ყოფილიყო. დროთა განმავლობაში, „პაგანიმ“ ეს ძრავი დახვეწა და სიმძლავრეც რამდენჯერმე გაიზარდა.
დიდი გარბენის გარდა, ეს ავტომობილი იმითაც გამოირჩევა, რომ ყველაზე ძველი „ძონდაა“. ამიტომ მას მეტსახელად „ლა ნონა“ შეარქვეს, ანუ ბებია. ახლახანს მას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა და კომპანიის დამაარსებელ ჰორაციო პაგანის 60 წლის იუბილესთვის მომზადდა. მას ყველაფერი ორიგინალური აქვს. მხოლოდ გაფორმება ოდნავ შეუცვალეს. ავტომობილი ვერცხლისფერია, მისი ზოგიერთი აეროდინამიკური დეტალი კი კარბონის ფაქტურაშია. რაც მთავარია, ძარას მთელ სიგრძეზე გასდევს წვრილი სამფერა ზოლი. რა თქმა უნდა, მისი ფერები იტალიის დროშისას შეესაბამება. ინტერიერი კი წითელ ფერშია გაწყობილი. ეს ავტომობილი ამჟამად კომპანიის ძველი საწარმოს შოურუმში დგას და მომავალში „პაგანის“ მუზეუმს დაამშვენებს.

No comments:

Post a Comment