დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 27, 2015

„ბუგატი“ მოდელ „შირონის“ ტარგა ვერსიასაც გამოუშვებს

Report Says Bugatti Chiron Targa Is Coming In 2018
27 ნოემბერი
„ბუგატი“ თავისი უახლესი ჰიპერ ავტომობილის პრემიერას მომავალ წელს, ჟენევის მოტორ შოუზე ჩაატარებს, ორი წლის შემდეგ კი მის ღია ვერსიასაც გამოუშვებს. ეს იქნება ტარგას ტიპის ძარის მქონე ავტომობილი, რომლის მოსახსნელი მყარი სახურავიც კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ავტომობილს სახურავის ადგილზე ექნება ერთგვარი T-ს ფორმის სიხისტის სეგმენტი, რომელიც საქარე შუშის ჩარჩოს, სახურავის უკანა სექციასთან დააკავშირებს და ამით, მოსახსნელი სექციის და მთლიანად, მზიდი სტრუქტურის სიხისტეს უზრუნველყოფს.
ახალი ავტომობილი გარეგნულად კონცეპტუალური „ვიჟნ გრან ტურიზმოს“ სტილში შესრულდება. ოღონდ, უფრო სადა დიზაინი ექნება. კონცეპტისგან გაიზიარებს ოთხწერტილოვან შუქდიოდურ ფარებს და ასევე შუქდიოდურ უკანა ზოლს, რომელიც უკანა ფარების როლს შეასრულებს. მართალია, ავტომობილს უკვე „შირონს“ უწოდებენ, რაც თავად „ბუგატისგან“ გამოსული ინფორმაციით გახდა ცნობილი, მაგრამ ეს სახელი ჯერ დამტკიცებული არ არის. ცნობისათვის, ეს არის სახელოვანი მონაკოელი მრბოლის, ლუი შირონის გვარი.

ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ახალი ავტომობილი აღიჭურვება „ვეირონის“ 8.0-ლიტრიანი W16 ოთხ ტურბოიანი ძრავის მოდიფიცირებული ვერსიით, რომლის სიმძლავრეც 1500 ცხენის ძალას მიაღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 1500 ნიუტონმეტრს. ძრავთან წყვილში ასევე მოდიფიცირებული 7-საფეხურიანი DSG ტრანსმისია იმუშავებს, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს გადაუნაწილებს.
ასეთი აღჭურვილობით, „შირონს“ სულ 2.3 წამი ეყოფა იმისათვის, რომ 100 კმ/სთ სიჩქარე აკრიფოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 450 კმ/სთ-ს მიაღწევს. თუმცა, მის სპიდომეტრის დანაყოფის უმაღლესი მაჩვენებელი 500 კმ/სთ იქნება. „შირონი“ სულ 500 ცალი დამზადდება.

No comments:

Post a Comment