დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 22, 2015

„ფერარის“ დღე ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე

Ferrari makes its debut on the stock exchange
22 ოქტომბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „ფერარის“, როგორც დამოუკიდებელი კომპანიის აქციები, პირველად გავიდა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE). ოღონდ, როგორც წინდაწინ იყო განსაზღვრული, მარანელოელებმა თავისუფალ ვჭრობაში, თავიანთი აქციების მხოლოდ 10 პროცერნტი გამოიტანეს. უოლ სტრირის სამუშაო დღე, „ფერარის“ თავმჯდომარე სერჯო მარკიონემ, NYSE-ს ზარით დარეკვით დაიწყო. მანვე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ფერარის“ საბირჟო სიმბოლო, RACE იქნება.
იტალიურმ კომპანმ ბაზარზე სულ 17 175 000 აქცია გამოიტანა, თითოეულის საწყისი ფასი 52 დოლარი იყო. აქციების შეთავაზების დასრულება 26 ოქტომბერს იგეგმება და ეს არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც „ფიატ კრაისლერის“ (FCA) ჯგუფიდან, ლეგენდარული კომპანიის გამოყოფას ითვალისწინებს. FCA­-ს რელიზში აღნიშნულია, რომ შემდგომ ეტაპზე, დარჩენილი აქციების ნაწილის შეძენის საშუალება, FCA­-ს აქციონერებს მიეცემათ.
„მას შემდეგ, რაც „ფიატმა“ „კრაისლერი“ აქციების მინიმალური პაკეტი შეიძინა, „ჩვენ ამ ორი კომპანს ბაზაზე, „ფიატ კრაისლერი“ ჩამოვაყალიბეთ და ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გამოვიტანეთ. ჩვენი 2014-2018 წლების ბიზნეს გეგმა, ჩვენი საქმიანობის მომგებიანობის ზრდის შესაბამისად, აქციონერების მოგების ზრდას ითვალისწინებს. და ამ გეგმის ნაწილია ის, რომ FCA და „ფერარი“ სხვადასხვა მიმართულებით განვითარდნენ“, - ბაზრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა მარკიონემ.
ამჟამად FCA „ფერარის“ აქციების 90 პროცენტს ფლობს. დანარჩენი 10 პროცენტი კი ენცო ფერარის ერთადერთი ცოცხალი შვილის, პიერო ფერარის ხელშია.

No comments:

Post a Comment