დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 21, 2015

„მაკლარენი“ „ჰონდას“ განახლებული ძრავით კმაყოფილია

New Honda engine a 'good' step for McLaren
21 ოქტომბერი
„ჰონდას“ ფორმულა 1-ის პროგრამის შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ „მაკლარენი“ კმაყოფილია ძრავის სრულყოფის პროცესით. იაპონურმა კომპანიამ თავის პარტნიორს სოჭის რბოლაში განახლებული აგრეგატი მიაწოდა, რომელმაც უოკინგელთა კმაყოფილება გამოიწვია. თუმცა აგრეგატის მთავარ პრობლემად კვლავაც რჩება აღდგენილი ენერგიის გამოყენება.
„ჰონდას“ შეფი დასძენს, რომ ამ ყველაფერს, ოსტინის რბოლაში ისიც დაემატება, რომ „მაკლარენი“ ავტომობილს ახალ აეროდინამიკურ ელემენტებს დაუყენებს. ამასთან, არაი ამბობს, რომ დარჩენილ რბოლებში, „ჰონდას“ მთავარი ამოცანა, შიდაწვის ძრავის სარბოლო რჟიმში მუშაობის დროს, მონაცემების მიღება და მათი ანალიზია.
„გუნდმა დაგვიდასტურა, რომ ძრავის სრულყოფის პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ასე რომ, დარჩენილ რბოლებში, მუშაობას სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ. ძალიან საინტერესოა, ეს ყველაფერი როგორ ეფექტს მოგვცემს, როცა მანქანას განახლებული აეროდინამიკური პაკეტით აღვჭურვავთ“, - ამბობს არაი.
სოჭში „მაკლარენის“ ორივე პილოტმა რბოლა ქულებში დაასრულა, თუმცა მოგვიანებით, ფერნანდო ალონსომ ჯარიმის გამო, მე-10 ადგილი დაკარგა. მისმა თანაგუნდელმა ჯენსონ ბატონმა ფინიშის ხაზი მეცხრემ გადაკვეთა.

No comments:

Post a Comment