Range Rover HSE Ditches Stock 20" Wheels For
Custom 22s
22 ოქტომბერი
„რეინჯ როვერის“ სპეც ვერსია HSE ისედაც საბაზო მოდელთან
შედარებით, უფრო მდიდრული იერით გამოირჩევა. მის ფერთა გამაში კი ყველაზე
მიმზიდველი ისაა, რომელიც „კაიკურა სტოუნის“ (კაიკურა ქალაქია ახალი ზელანდიის
სამხრეთ კუნძულის ჩრდილო აღმოსავლეთში) ფერშია (ფოტოზე) შეღებილი. ამიერიდან კი ეს
ვერსია და ფერი, რომელიც კლიენტთა შორის პოპულარობით სარგებლობს, მყიდველს მორიგი
სიახლით, გრაფიტისფერი 22-დუიმიანი ბორბლებითაც მიიზიდავს.
ბორბლები „ფოსენის“ წარმოებისაა, მოდიფიკაციით CV3-R.
ისინი სტანდარტულ CV3 ბორბლებს შეცვლის. ბორბლებს ხუთი წკირი აქვს და მათი ფერი
საუკეთესოდ მიესადაგება „კაიკურა სტოუნს“. გარდა ამისა, ვერსია HSE-ს
კომპლექტაციაში შედის: 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელშიც შედის
სისტემა სისტემა ტერეინ რისპონსი. გარდა ამისა, ეკიპირებაშია სისტემა ადაპტივ დაინემიკსი
და პანორამული სახურავი, ქსენონის მთავარი ფარები LED-ციმციმებით, ოქსფორდის
მარკის ტყავით გაწყობილი სავარძლები, ასევე „მერიდიანის“ აუდიო სისტემა და სხვა.
„რეინჯ როვერ HSE-ს“ ორი ძრითად აგრეგატია 3.0-ლიტრიანი
TD6 ტურბო დიზელი და 3.0-ლიტრიანი მექანიკურდამჭირხნიანი V6. ამ ორიდან, ბენზინის
ძრავიანი ვერსია უფრო სწრაფია. ეს აგრეგატი 380 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს
გამოიმუშავებს. მეორე კი უფრო ეკონომიურია და მეტი მომენტიც აქვს - 600
ნიუტონმეტრი. პირველ შემთხვევაში, ადგილიდან ასამდე აჩქარება 7.0 წამში ესწრება,
მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 209 კილომეტრია. მეორე შემთხვევაში კი იმავე
აჩქარებას დაახლოებით წამით მეტი სჭირდება.
No comments:
Post a Comment