დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 7, 2015

„ფორდი“ სუპერქარ GT-ს მყიდველთა შერჩევას მალე დაიწყებს

2017 Ford GT Launch Is Getting Closer - Will You Be Deemed Worthy of Owning One?
7 სექტემბერი
წარმოიდგინეთ სიტუაცია: გსურთ ავტომობილის შეძენა, ამისთვის საჭირო თანხაც გაგაჩნიათ, მაგრამ სურვილის ასრულება თქვენზე მაინც არაა დამოკიდებული. ასეთ რამეს დიდი ხანია, შეჩვეულები არიან „ფერარის“ კლიენტები, რომლებიც მარანელოელთა ყველაზე გამორჩეული მოდელების საყიდლად, ერთგული კლიენტის წოდება სჭირდებათ. და ახლა უკვე მსგავს სიტუაციაში „ფორდის“ კლიენტებიც აღმოჩნდებიან, რომლებსაც სუპერ ავტომობილ GT-ს შეძენა სურთ.
ცისფერი ოვალი წლიურად მხოლოდ 250 ცალი GT-ს წარმოებას გეგმავს. მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ სიძვირის (ავტომობილი დაახლოებით 400 000 დოლარი ეღირება) მიუხედავად, მასზე მოთხოვნა მაღალი იქნება. ანუ, ავტომობილი ყველას ვერ შეხვდება. ამიტომ, „ფორდს“ მყიდველთა შერჩევა აქვს დაგეგმილი, როგორც ამას „ფერარი“ აკეთებს ხოლმე.
შერჩევის მიზანი ისაა, რომ მძლავრი (700 ცხენის ძალაზე მეტი) და ძალიან სწრაფი ავტომობილი არ მოხვდეს გამოუცდელი მყიდველის ხელში, როგორმაც შეიძება ავტომობილი პირველივე ხეს მიალეწოს. დირბორნში არც ისეთ მყიდველს ეძებენ, რომელსაც ამ ავტომობილის ნცვლად, მისი მეორად ბაზარზე, გაცილებით ძვირად გაყიდვა სურს - ასეთიც ბევრი იქნება.
ყიდვის პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა. GT-ზე შეკვეთების მიღება მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. ნებისმიერ ადამიანს ექნება წინასწარი შეკვეთის გაფორმების საშუალება. ოღონდ, შეკვეთის დაკმაყოფილება არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს (პირველი მოვედი, პირველი ვიყიდი) დარეგისტრირებას.
კლიენტს ანკეტის შევსება მოუწევს, რომლის მეშვეობითაც, „ფორდს“ იმის დადგენის საშუალება მიეცემა, რამდენად ლოიალურ კლიენტთან აქვს საქმე. აუცილებლად გაითვალისწინებენ, ფლობდა თუ არა კლიენტი წინა თაობის GT-ს. ასეთები პრიორიტეტულ მყიდველთა სიაში აღმოჩნდებიან. შერჩევის შემდეგ, ჩატარდება ავტომობილის პერსონალზაცია (ყოველი ეგზემპლარის დამზადების დაწყებამდე ცნობილი იქნება მისი პატრონი) და მყიდველი აირჩევს ადგილს, სადაც სასურველ ავტომობილს მიიღებს.
„ფორდი“ ამგვარ შერჩევას პირველად ჩაატარებს. ცნობილია, რომ „ფერარის“ კლიენტთა მკაცრი „გაცრის“ შემდეგაც კი, მისი სუპერ ავტომობილები მალევე ჩნდება მეორად ბაზარზე, სადაც ხშირად ოთხმაგ და ხუთმაგ ფასადაც კი იყიდება.

No comments:

Post a Comment