დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 7, 2015

ახალი „ოპელ ასტრა“ - მსუბუქი და კიდევ უფრო მსუბუქი

Light, Lighter – the New Opel Astra
7 სექტემბერი
ახალი „ასტრას“ პრემიერა მოახლოვდა. „ოპელის“ პოპულარული კომპაქტური ავტომობილი კიდევ უფრო ეკონომიური, გაბარიტებში შემცირებული იქნება და იმავდროულად, ფართო სალონითაც მოხიბლავს მყიდველს. მასზე მუშაობისას, ინჟინრების მთავარი მიზანი, წონის შემცირება, კომპაქტური აგებულების და რა თქმა უნდა, საწვავის ეკონომიური მოხმარების მიღწევა იყო.
ავტომობილი სრულიად ახალ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც კომპაქტური შეთანწყობის გარდა, სიმსუბუქითაც გამოირჩევა. ძრავების გამაში კი ახალი, ალუმინის მსუბუქი ძრავები შევა, რომლებიც სიმძლავრით და საწვავის ეფექტური მოხმარებითაა გამორჩევული. და რა თქმა უნდა, მათ გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობაც შემცირებულია.
ახალი „ასტრას“ სტილში, კონცეპტუალურ „მონცასთან“ მსგავსება შეინიშნება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან იმთავითვე, ამ კონცეპტზე დიზაინერებმა ახალი სტილის ელემენტები დაამუშავეს. ამასთან ფორმები მთავარს - სრულყოფილი აეროდინამიკური მახასიათებლების მიღწევას ემსახურება. ახალი „ასტრას“ მზიდ სტრუქტურა და ძარა, წინამორბედთან შედარებით, დაახლოებით 20 პროცენტით არის შემსუბუქებული. კერძოდ, თუ ადრე 357 კილოგრამს იწონიდა, ახლის წონა 280 კილოგრამია. დაახლოებით 50 კილოგრამითაა შემსუბუქებული შასის ცალკეული კომპონენტები. მოდფიკაციისგან დამოკიდბულებით, ავტომობილის წონა 120-200 კილოგრამით შემცირდა.
რაც შეეხება ახალ ძრავებს, ესენია მსუბუქი და კომპაქტუტრი აგრეგატები, რომლებიც მაღალი სიმძლავრით და საწვავის მცირე ხარჯით გამოირჩევა. სერია ეკოტეკის 1.4-ლიტრიან ტურბო ძრავს საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემა ემსახურება. მისი პრემიერაც ფრანკფურტში შედგება და სწორედ იქ გამოქვეყნდება მახასიათებლები.
ყველაზე ეკონომიური „ასტრა“ ბენზინზე მომუშავე 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი აგრეგატითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 105 ცხენის ძალაა. ამ ძრავით, ახალ „ასტრას“ ასი კილომეტრის გასავლელად, 4.2 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. ამასთან, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 96 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

No comments:

Post a Comment