დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 7, 2015

„მერსედესი“ „ტესლას“ კონკურენტ ელექტრომობილს გამოუშვებს

Mercedes’ Official Confirms Development Of Tesla-Rivalling Electric Model
7 სექტემბერი
გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას, „მერსედეს-ბენცის“ განვითარების დეპარტამენტის შეფმა თომას ვებერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მუშაობს ელექტრომობილზე, რომლის სვლის სიშორეც დაახლოებით 500 კილომეტრი იქნება. მისივე თქმით, ახალი ავტომობილი, კომპანიის უახლეს, მოქნილ არქიტექტურაზე აიგება.
ახალ პლატფორმაზე ელექტრომობილის დამყნობა იმის მომასწავებელია, რომ მასზე ამ ტიპის სხვა ავტომობილების აგებაც იგეგმება. რეალური შანსია იმისა, რომ „მერსედესი“ ელექტრომობილების ახალი ოჯახის წარმოებას გეგმავს, რომლის ავტომობილებიც, „ტესლას“ სედან „მოდელ S-ს“ და ქროსოვერ „მოდელ X-ს“ გაუწევენ კონკურენციას.
მსგავსი გეგმის მიხედვით უკვე მუშაობს „აუდი“, რომელიც ფრანკფურტის მოტორ შოუზე, კონცეპტ „E-ტრონ კვატროს“ სერიული ვერსიის პრემიერას გეგმავს. თავის მხრივ, „ტესლაც“ მალე დაიწყებს სერიული „მოდელ X-ის“ გაყიდვებს. „ბეემვე“ კი მალე თავის ბრენდ i-ს მარკით მესამე ავტომობილს (ელექტრომობილს) გამოუშვებს, რომელიც მე-5 სერიის მოდელზე იქნება ბაზირებული.
„მერსედს-ბენცს“ ელექტრომობილები ადრეც გამოუშვია, მაგრამ ძალიან მცირე ტირაჟით და ეს უფრო ექსპერიმენტის ხასიათს ატარებდა. თანაც, ეს იყო სრულიად განსხვავებული კლასის ავტომობილები, როგორებიცაა „B-კლასს ელექტრიკ დრაივი“ და „SLS AMG ელექტრიკ დრაივი“, რომლის განკარგულებაშიც, ოთხი ელექტრო ძრავის (რომლებიც თითო ბორბალს ემსახურება) მიერ გამომუშავებული  740 ცხენის ძალაა.

No comments:

Post a Comment