დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 17, 2015

„სუზუკიმ“ ევროპელებს უახლესი „ბალენო“ გააცნო

New Suzuki Baleno Comes With 110HP 1.0L Turbo
17 სექტემბერი
„სუზუკის“ სამოდელო გამას სრულიად ახალი ავტომობილი - კომპაქტური ჰეჩბეკი „ბალენო“, ოფიციალურად ფრანკფურტის მოტორ შოუზე შეემატა. ახალი ავტომობილი, უახლეს პლატფორმაზეა ბაზირებული. იაპონური კომპანია, თავის სიახლეს მოიხსენიებს, როგორც „იდეალურ კომპაქტურ ჰეჩბეკს“ (არადა, „ბალენო“ თავისი გაბარიტებით უფრო სუბკომპაქტურია), რომლის დიზაინიც, კომპანიის ახალ სტილის თემას, „სითხის დინებას“ შეესაბამება.
ახალი პლატფორმის ძირითად თვისებები არის სიმსუბუქე და გაზრდილი სიმტკიცე, რაც შესაბამისად, კარგ მართვადობას და სტაბილურ სვლას უზრუნველყოფს. რაც მთავარია, წონის შემცირება, საწვავზე მცირე აპეტიტს იწვევს და რაც მთავარია, არც უსაფრთხოების გაუარესებას. პლატფორმის წონის შემცირება, მის კონსტრუქციაში მსუბუქი მეტალების და მტკიცე ფოლადის გამოყენების შედეგია.
„ბალენოს“ გაბარიტებია: სიგრძე 3 995 მილიმეტრი, სიგან 1 745 მილიმეტრი, სიმაღლე 1 470 მილიმეტრი. ამგვარად, ის B-სეგმენტის (სუბკომპაქტი) ზედა საფეხურზეა და C-სეგმენტის (კომპაქტი) - ქვედაზე. მის სალონში ხუთი ადგილია. ამასთან, წინა სავარძლებს შორის, მხრებისთვის საკმარისი სივრცეა, უკანა სავარძლებზე კი - ფეხებისთვის. „ბალენოს“ საბარგულის მოცულობა 355 ლიტრია.

„ბალენოს“ ძრავების გამაში სამი აგრეგატი შევა, რომელთა საერთო თვისებაც, საწვავის ეკონომიური მოხმარებაა. ეს ძრავებია: სერია ბუსტერჯეტის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბო, რომელსაც უშუალო შეფრქვევის სისტემა ემსახურება, სერია დუალჯეტის 1.2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი და საშუალო-ჰიბრიდული აგრეგატი, რომელშიც ისევ ეს 1.2-ლიტრიანი დუალჯეტი შედის.
1.0-ლიტრიანი ბუსტერჯეტის სიმძლავრე 110 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 170 ნიუტონმეტრი. 1.2-ლიტრიანი დუალჯეტი 89 ცხენის ძალას და 120 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. პირველთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი იმუშავებს, მეორესთან კი - 5-საფეხურიანი მექანიკური, ან უსაფეხურო ვარიატორი.
„ბალენოს“ ეკიპირებაში შევიდა მულტი-ინფორმაციული ფერადი ეკრანი, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი, რომელსაც სიჩქარის შეზღუდვის ფუნქცია აქვს, ასევე „ეპლის“ სისტემა „ქარპლეი“ და ხმოვანი კონტროლის ფუნქცია, რომელიც აუდიო სისტემასთან არის თავსებადი. უსაფეღხოების სისტემებს შორისაა მუხრუჭების რადარული მხარდამჭერი.

No comments:

Post a Comment