დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 17, 2015

როსის დებიუტს სინგაპურში ვნახავთ

 Rossi to make F1 race debut with Manor in Singapore
17 სექტემბერი
რა თქმა უნდა, არა ვალენტინო როსის - მას თავისი საქმე აქვს მოტორ გრანპრიში. ლაპარაკია ამერიკელ ალექსანდერ როსიზე, რომელიც „ფერარის“ პროტეჟეა და თავის პირველ დიდ პრიზს „მენორის“ ბოლიდით ჩაატარებს. ეს ესპანელ რობერტო მერის შეცვლის და კონტრაქტის შესაბამისად, ამ სეზონის დარჩენილი შვიდი რბოლიდან, ხუთში იასპარეზებს.
„ძალიან გვიხარია, რომ ალექსანდერთან კონტრაქტი გავაფორმეთ. მას ძალიან კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და თავისი მომავალი კარიერის პირველ ნაბიჯებს სწორედ ჩვენთან გადადგამს. ამჟამად GP2-ში ასპარეზობს და შესანიშნავ ფორმაშია. და დარწმუნებულნი ვართ, ჩვენთან საკუთარ პოტენციალს სრულად გამოავლენს“, - ამბობს „მენორის“ შეფი ჯონ ბუტი.
სინგაპურის გარდა, როსი ასევე იაპონიაში, აშშ-ში, მექსიკასა და ბრაზილიაში იასპარეზებს. მაგრამ იმის გამო, რომ კონტრაქტი GP2-შიც აქვს და რაც მთავარია, ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის, სოჭისა და აბუ დაბის ეტაპებს გამოტოვებს. ამ რბოლებში მას ისევ მერი შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ როსი პირველად არ ჯდება ფორმულა 1-ის მანქანის საჭესთან. წინა სეზონებში, ის „კატერჰემის“ და „მარუსიას“ ტესტ პილოტი იყო და პერიოდულად, თავისუფალ პრაქტიკებზეც ასპარეზობდა. თუმცა საპრიზო პილოტის როლში ჯერ არ ყოფილა. როსი „მენორში“ (იგივე მარუსია) გასული სეზონიდანაა და როგორც თავად ამბობს, ამ გუნდთან ერთად, „დაუმთავრებელი საქმე“ დარჩა.

No comments:

Post a Comment