დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, June 25, 2015

„ფორდ შელბი GT350R-C“ რბოლებისთვის

Ford Unveils Shelby GT350R-C Race Car
25 ივნისი
დღეს და ხვალ, უოტკინს გლენის ავტოდრომზე, უახლესი „ფორდ შელბი GT350R-ის“ სარბოლო ვერსიის ნათლობა შედგება - ცისფერი ოვალის პარტნიორი, კანადური „მულტიმეტიკ მოტორსპორტსი“ ამ ავტომობილით, IMSA-ს სერიის სპორტული ავტომობილების რბოლაში იასპარეზებს.
„შელბი GT350R-C“ იმავე ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც საგზაო ავტომობილი. ესაა 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8, რომელსაც მუხლა ლილვზე მრადმხარებს შორის 180-გრადუსიანი დაშრება აქვს. ცისფერი ოვალი არ აკონკრეტებს სარბოლო ვერსიის ძრავის მახასიათებლებს. სერიულ ვერსიას ის 529 ცხენის ძალას და 581 ნიუტონმეტრს ანიჭებს.

სამაგიეროდ, „ფორდი“ აცხადებს, რომ სარბოლო ავტომობილი, GT350R-ის დამოუკიდებელი საკიდარის რბოლებისთვის ადაპტირებული ვარიანტითაა აღჭურვილი. მოდიფიკაციის შედეგად შეიცვალა ზამბარის ხვიების რიცხვი, ასევე სტაბილიზატორების მახასიათებლები. შემცირდა კლირენსი. საკიდარში სახსრული გადაცემები, სარბოლო ვერსიებით შეიცვალა.
„ისევე როგორც წინა მუსტანგების შემთხვევაში, შელბი GT350R-იც რბოლებისთვისაა შექმნილი. და ახლა ვნახავთ, რა შეუძლია უახლეს GT350R-C-ს მსოფლიოში ყველაზე კონკურენტულ სერიაში“, - ამბობს „ფორდ პერფორმენსის“ დირექტორი დეივ პერიაკი. „მულტიმეტიკ მოტორსპორტის“ (ეს კომპანია გამოუშვებს „ფორდის“ უახლეს სუპერ ავტომობილ GT-ს) მანქანებს პილოტირებას ბილი ჯონსონი, სკოტ მაქსველი, ოსტინ ჩინდრიჩი და ჯეიდ ბაფორდი გაუწევენ.

No comments:

Post a Comment