დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 26, 2015

„მაზდას“ მონუმენტი გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე

Goodwood Festival Of Speed Monument Celebrates Mazda's Racing Pedigree
26 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალს ერთი ტრადიცია აქვს - ავტოსპორტში დამსახურების მქონე საავტომობილო კომპანიებს, საკუთარი დროებითი მონუმენტის აღმართვის უფლება ეძლევათ. წელს ეს უფლება „მაზდას“ მიენიჭა, რომელმაც გუდვუდის სასახლის წინ, 40 მეტრის სიმაღლის, 120-ტონიანი მონუმენტი აღმართა.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გუდვუდისთვის მონუმენტის აგება, ამ საქმეში გაწაფულ მოქანდაკე ჯერი ჯუდას ჩააბარეს. მან თავისი მორიგი შედევრისთვის, „მაზდას“ ორი ავტომობილი გამოიყენა, რომლებიც სპეციალურად დამზადებული გზის ბოლოში დაამაგრა და ისეთი ეფექტი შექმნა, რომ ორივეს გეზი ცისკენ აქვს. „გზის“ ასაგებად, ჯუდამ 418 ცალი ფოლადის ძელი გამოიყენა. გზას გრეხილის ფორმა აქვს და ესეც მონუმენტს დინამიკურ სახეს ანიჭებს. იმავდროულად, გზას მოლეკულის დნმ-ის ფორმაც აქვს.
რაც შეეხება ავტომობილებს, მათგან ერთია C ჯგუფის სარბოლო პროტოტიპი 787B, რომელსაც 1991 წელს ლე მანის 24-საათიანი რბოლა აქვს მოგებული, მეორე კი - ვირტუალური „L55 ვიჟნ გრან ტურიზმოს“ სრულზომიანი ვერსია, რომელიც პოპულარულ ვირტუალურ თამაშ „გრან ტურიზმო 6-ისთვის“ შეიქმნა და მასში იაპონური კომპანიის წარსული და მომავალია შერწყმული.

ჯუდას თქმით, მონუმენტზე მუშაობისას, მან შთაგონების წყაროდ, „მაზდას“ დიზაინის ფილოსოფია „კოდო“ გამოიყენა, რომელიც ძალას, მშვენიერებას და მოქნილობას აერთიანებს.

No comments:

Post a Comment