დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, June 25, 2015

„აუდი A6 TDI ულტრა“ – 14 ქვეყანაში საწვავის დამატების გარეშე

Audi A6 TDI Ultra Travels To 14 Countries Without Refueling, Sets World Record
25 ივნისი
„აუდის“ ძალიან ეკონომიურმა სედანმა „A6 TDI ულტრამ“, წარმოუდგენელი მიღწევა დააფიქსირა - სრულად ავსებული ავზით, ევროპის 14 ქვეყანა გაიარა. ავტომობილს ბრიტანელები, ენდრიუ ფრენკელი და რებეკა ჯეკსონი მართავდნენ. საერთო ჯამში, მათ 28 საათში 1865 კილომეტრი გაიარეს.
მარშრუტმა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ავტოკლუბმა დაგეგმა, ბრიტანეთის გარდა, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლუქსემბურგში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ლოხტენშტაინში, ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, ბოანიასა და სერბეთში გაიარა. ამასთან მარშრუტში შევიდა როგორც სამთო მონაკვეთები, ასევე მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.
ოგზაურობის დროს, ავტომობილის საშუალო სიჩქარემ საათში 80 კილომეტრს მიაღწია. საწვავის საშუალო ხარჯი კი 100 კილომეტრზე მხოლოდ 3.7 ლიტრი იყო. ეს კი, „აუდის“ მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემზე (100 კილომეტრზე 4.2 ლიტრი) ნაკლებია!

No comments:

Post a Comment