დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 8, 2015

„ფორდი“ ახალ „ტორასს“ პირველად შანჰაიში წარადგენს

All-New Ford Taurus to Be Unveiled at the Shanghai Auto Show
5 აპრილი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ შანჰაის ავტო შოუზე, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ბაზრისთვის შვიდ ახალ ავტომობილს გამოფენს. მათ შორის იქნება უახლესი სედანი „ტორასი“, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ, ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით შეიმუშავა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ეს პოპულარული ავტომობილი პირველად შევა ცისქვეშეთის ბაზარზე.
ცისფერი ოვალი თავის ჩინელ მყიდველს პირდება, რომ ახალი „ტორასი“ გამორჩეული იქნება „დახვეწილი დიზაინით, ტევადი სალონით და მოწინავე ტექნოლოგიებით“. მაგრამ კომპანიას არ დაუზუსტებია, ამავე ავტომობილს უცვლელად შეიტანს ამერიკაში, სადაც მოგვიანებით წარადგენს, თუ მასში ამერიკული ბაზრის შესაბამის (მცირე) ცვლილებებს შეიტანს. ნებისმიერ შემთხვევაში, დევიზი „ერთი ფორდი“, კვლავაც მოქმედებაში იქნება.
სხვათა შორის, ეს მოდელი ადრე ძირითადად ჩრდილოამერიკულ ბაზარზე იყიდებოდა, ახალი „ტორასის“ პრემიერის შანჰაიში დანიშვნა კი სწორედ „ფორდის“ მარკეტინგის გლობალიზაციის შედეგია. მაგრამ აქ ერთი ფაქტორი მოქმედებს - ცისქვეშეთი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია! ამის გამო, არავის გაუკვირდება, თუ ამერიკელ მყიდველს მალე ზუსტად ისეთივე „ტორასს“ შესთავაზებენ, როგორსაც ჩინელებს.
მოკლედ, „ტორასი“ ცისქვეშეთში ცისფერი ოვალის ფლაგმანი ხდება. იქაურები მას 18 აპრილს გაიცნობენ, შოუსწინა სპეციალურ წვეულებაზე. ამ ეტაპზე, ამერიკული კომპანია თავის ახალ სედანზე ინფორმაციას არ აქვეყნებს - ოფიციალურ წარდგენამდე მაინც დიდი დრო არაა დარჩენილი.
რაც შეეხება სხვა ექვს ახალ (ჩინელებისთვის) ავტომობილს, მათ შორისაა ახალი GT, „ფოკუს RS“ და „ფოკუს ST“.

No comments:

Post a Comment