დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 8, 2015

უგზოობის ლიმუზინი - „რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფი“

2016 Range Rover SVAutobiography Brings Ultimate 4x4 Luxury to New York
8 აპრილი
ასეთ ავტომობილს რომ უგზოობისა უწოდო, ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს, მაგრამ რეალურად ასეა, რადგან „რეინჯ როვერს“, მითუმეტეს ახლანდელი თაობისას, არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მისთვის გაუვლელი გზა არ არსებობს. თუმცა, მისი მთავარი ღირსება ყოველთვის იყო მდიდრული სალონი, როგორითაც ძირითადად, წარმომადგენლობითი სედანები თუ დაიკვეხნიან.
ამიერიდან, შესაბამისი შეძლების მქონე მყიდველს, კიდევ უფრო მდიდრული „რეინჯის“ შეძენის საშუალება მიეცემათ. ავტომობილის სახელია „რეინჯ როვერ SVავტობაიოგრაფი“ და მისი პრემიერა ახლახანს ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართა. ეს ვერსია, აქამდე ყველაზე მდიდრულ „ავტობაიოგრაფი ბლექს“ შეცვლის. ახალი ავტომობილი, „იაგუარ ლენდ როვერის“ შტო „სპეცალური ავტომობილების ოპერაციების“ (SVO) ნახელავია.
„SVავტობაიოგრაფი“ არის შტო SVO-ს მიერ შექმნილი პირველი ფლაგმანი მოდელი. ამასთან, ის ყველაზე მძლავრი „რეინჯ როვერია“ ამ მოდელის ისტორიაში. მისი ტოპ ვერსია, „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომელსაც მექანიკური კომპრესორი ემსახურება. ძრავი 550 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.
„SVავტობაიოგრაფის“ გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი, მისი ორ ფერში შეღებილი ძარაა. ამასთან ძარის ზედა ნაწილი შავ (სანტორინი ბლექ) ფერში შეიღებება, ქვედა ნაწილისთვის კი ცხრა ფერია შერჩეული. გარდა ამისა, ავტომობილის უკანა კარზე და შავი (გრაფიტ ატლასი) რადატორის ცხაურზე, მისი მეტსახელის წარწერა მოთავსდება. ტოპ ვერსიის შემთხვევაში, უკან ოთხი გამოსაბოლქვი განთავსდება.
ინტერიერში ყურადღებას ძალიან მდიდრული გაფორმება იქცევს. აქ ყველაფერია კომფორტისთვის, რაც ბიზნეს კლასის რეაქტიული თვითმფრინავის სალონს შეედრება. უკანა რიგში ლუქს სავარძლები განლაგდა. ორივე სავარძელს „საკუთარი“ გასაშლელი მაგიდა აქვს, რომლებიც ავტომტურად იშლება და იკეცება. აქვეა მინი მაცივარი და ჭიქების ჩასადგმელები. გასაფორმებლად გამოყენებულია ძვირფასი ღია ფერის ტყავი და გაპრიალებული ალუმინი.

ვერსია „SVავტობაიოგრაფი“ დამზადდება როგორც სტანდარტულ, ასევე გრძელბაზიან შასიზე. მისი გაყიდვები, განხლებულ „რეინჯ როვერთან“ ერთად, ზაფხულში დაიწყება.

No comments:

Post a Comment