დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 5, 2015

წრიული რბოლების სეზონი გაიხსნა

4 აპრილი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე სტარტი აიღო წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატმა, რომელიც ახალი სეზონიდან, ოთხ კლასში ტარდება. საერთო ჯამში, 60-მდე მონაწილემ მოიყარა თავი, რომლებმაც ოთხივე კლასში მაყურებელს საინტერესო სანახაობა შესთავაზა. განსაკუთრებით დაძაბული, ლეჯენდსის, ფორმულა ალფას და „ჰონდას“ მონო კლასის რბოლები გამოდგა, რომლებში გამარჯვებისთვისაც, სტარტიდან ფინიშამდე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა.


ფორმულა ალფას კლასში, ძირითადი ბრძოლა ირაკლი ჩხეიძესა და მევლუდ მელაძეს შორის გაიმართა. სამწუხაროდ, მათ პაექრობაში ჩართვა ვერ შეძლო დავით რამიშვლიმა, რომელსაც სასტარტო ქაოსში, ერთ-ერთ მეტოქესთან მცირე შეჯახება მოუხდა, რამაც მისი ავტომობილი მწყობრიდან გამოუვიდა. მსგავსი ინციდენტი ლაშა ნადირაშვილსაც შეემთხვა, თუმცა უკანა დაზიანებული ფრთით, ფინიშამდე მაინც მიაღწია.

ჩხეიძესა და მელაძეს შორის ბრძოლა კი ფინიშამდე გაგრძელდა, ბოლოს მელაძემ შეძლო დაწინაურება და გამარჯვებაც მოიპოვა. ჩხეიძე მას სამ წამში ჩამორჩა. მესამე ადგილი ბექა ჯიქიამ დაიკავა, ვინც გამარჯვებულთან ცხრა წამმა დააშორა. მან ნადირაშვილი წამზე ოდნავ მეტით ჩამოიტოვა.

ტრადიციულად საინტერესო გამოდგა ლეჯენდსის კლასის რბოლა. აქ სტარტზევე შოთა აფხაზავა დაწინაურდა, რომელსაც კარგა ხანს კვალში დათა ქაჯაია ედგა, რომელსაც თავის მხრივ, დავით კაკაბაძე და გოგა არჯევანიძე არ აძლევდნენ მოსვენებას. მათ სიახლოვეში კი ლოკალური პაექრობა გიორგი ბეჟიტაშვილს და დავით აფციაურს ჰქონდათ. იყო მომენტები, როცა აფხაზავას ლიდერობას პირველ მოსახვევში ერთდროულად რამდენიმე მეტოქესთან უწევდა გამკლავება და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდ გაუძლო უშეღავათო ზეწოლას და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

მესამე სტარტი „ბეემვეს“ კომპაქტ კლასს ჰქონდა, რომელშიც პირველად ტარდება საქართველოს ჩემპიონატი. შესაძლოა, გამარჯვებულს აქ ყველაზე ნაკლები ჯაფა დააწვა, ვიდრე სხვა კლასებში, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა, რადგან ვასიკო ჭონიშვილს წამითაც რომ მოედუნებინა ყურადღება, ლიდერობას სხვა ჩაიბარებდა. „სხვა“ კი ერთდროულად რამდენიმეს შეეძლო, რომ გამხდარიყო. მაგრამ ჭონიშვილმა მისთვის ჩვეულ სტილში, უშეცდომოდ განვლო მთელი დისტანცია და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. მომდევნო ორ ადგილზე გასული ვანო მძელური და დიმიტრი ქობულია ერთმანეთს 0.281 წამმა დააშორა.



დაბოლოს, ძალიან საინტერესო ბრძლა გაჩაღდა „ჰონდას“ მონო კლასში, სადაც გამარჯვებისთვის ოთხმა პილოტმა იბრძოლა. სამწუხაროდ, მათგან გიორგი კიკნაძემ რბოლა ვერ დაასრულა, დავით მენთეშაშვილმა კი სტარტიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და კიკნაძის, დავით ჩხიკვიშვილის და გოგა გელაშვილის ხისტი კონკურენციის მიუხედავად, ფინიშს პირველმა მიაღწია.

ფორმულა ალფა
10 წრე
1. მევლუდ მელაძე                         20:36.379
2. ირაკლი ჩხეიძე                            20:39.501
3. ბექა ჯიქია                                     20:45.386
4. ლაშა ნადირაშვილი                    20:46.553
5. სანდრო თავართქილაძე             20:48.722
6. თორნიკე კიკნაველიძე               20:54.314
7. დავით მენთეშაშვილი               21:03.117
8. შაკო ციხელაშვილი                    21:03.169
9. ჩანკატ ჰურმოღლუ                     21:10.187
გ. აიჰანჩან გუვენი                          10:12.984
გ. დავით ბაგრატიონი                    10:13.111
გ. დავით რამიშვილი                     5:31.350
გ. ნოდო კოდუა                               1:57.573

ლეჯენდსი
10 წრე
1. შოთა აფხაზავა                            20:06.981
2. დავით კაკაბაძე                            20:07.814
3. გოგა არჯევანიძე                         20:08.543
4. დათა ქაჯაია                                 20:14.684
5. გიორგი ბეჟიტაშვილი                20:20.413
6. დავით აფციაური                        20:20.452
7. არჩილ ბიძინაშვილი                  20:32.760
8. უშანგი ნანავა                               20:37.956
9. კოტე კოლიაშვილი                     21:34.050
გ. სანდრო ცხადაძე                         10:50.311

ბეემვე კომპაქტის თასი
8 წრე
1. ვასიკო ჭონიშვილი                     18:52.163
2. ვანო მძელური                             18:55.673
3. დიმიტრი ქობულია                    18:55.954
4. სანდრო ლომაძე                          18:56.284
5. ირაკლი კუხიანიძე                     18:56.544
6. ირაკლი კაკაურიძე                      18:57.116
7. მიხა ტამასიძე                              19:01.578
8. გიროგი გამყრელიძე                   19:03.280
9. გიორგი ალავიძე                          19:17.831
10. ლაშა ჭანტურია                         19:20.099

ჰონდას თასი
8 წრე
1. დავით მენთეშაშვილი               17:20.277
2. დავით ჩხიკვიშვილი                  17:20.621
3. გოგა გელაშვილი                         17:21.540
4. იური მანგასაროვი                      17:31.950
5. ალექს მარღანია                           17:33.566
6. ლაშა ჭანტურია                           17:34.301
7. პაატა კვესელავა                          18:07.261
8. გიორგი ფირცხალაიშვილი       18:07.852
9. ჯაბა მაჭარაშვილი                      18:52.043
გ. გიორგი კიკნაძე                            16:10.013
გ. ლევან მაკასარაშვილი                11:52.165

გ. სოსო ბეგოიძე                               4:45.453

1 comment:

  1. /// ძალიან ჩამოყალიბებული და ინფორმაციული სტატიაა!
    იმედია საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის გახსნასაც დაესწრებით 19 აპრილს!

    ReplyDelete