დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 2, 2015

ოფიციალურად: „ლენდ როვერი“ ღია „ევოუკს“ გამოუშვებს

Range Rover Evoque Convertible Officially Confirmed, Will Arrive Next Year
2 მარტი
„ლენდ როვერმა“ დაადასტურა, რომ წარმოებისთვის „რეინჯ როვერ ევოუკის“ კაბრიოლეტისძარიან ვერსიას ამზადებს, რომელიც ბაზარზე 2016 წელს გამოვა. ბრიტანულმა კომპანიამ ახალი ავტომობილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ის კამუფლირებულ ფორმაშია და ტესტებს ლონდონის მშენებარე მიწისქვეშა გვირაბში გადის.
რატომ მიწისქვეშ? „ლენდ როვერი“ ამბობს, რომ ასე ავტომობილი უფრო დაცულია უცხო, მსტოვრული თვალისგან. მართლაც, ქალაქის მიწისქვეშა (ზედაპირიდან 40 მეტრის სიღრმეში) გზის სიგრძე 42 კილომეტრია და იქ მომუშავე პერსონალს ნაკლებად აინტერესებს, როცა თავმოხდილ „ევოუკს“ ხედავს.
„გვირაბების ეს სისტემა ჯერაც მშენებლობის ეტაპზეა, რამაც ავტომობილის უგზოობის პირობებში გამოცდის უნიკალური საშუალება მოგვცა. და ეს სხვებისთვის უხილავ ტერიტორიაზე მოხდა“, - ამბობს „ლენდ როვერის“ პროგრამების დირექტორი მარეი დიტჩი. მისივე თქმით, „ლენდ როვერი“ კაბრიოლეტ „ევოუკის“ შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებს. ამ ავტომობილს კომპანია ჰელივუდის (ბრიტანეთი) ქარხანაში გამოუშვებს, რომელიც ხუთკარიან და სამკარიან „ევოუკებს“ აწარმოებს.
ღია „ევოუკზე“ მუშაობა 2012 წლიდან მიმდინარეობს. ინჟინერთა მთავარი ამოცანა, ავტომობილის სტრუქტურის სიმტკიცის და გრეხვითი დატვირთვებისადმი მედეგობის და კარგი მართვადობის შენარჩუნებაა, რასაც კონსტრუქციიდან სახურავის და საყრდენების მოშორება ართულებს. გარდა ამისა, მათი მიზანი, ავტომობილის უგზოობის თვისებათა შენარჩუნებაცაა.

No comments:

Post a Comment