დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 2, 2015

მიკ შუმახერი ფორმულა 4-ში

Schumacher's son to make F4 debut
2 მარტი
მიკ შმახერი და ფრიტს ვან ამერსტოორფი
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილმა, მიკ შუმახერმა კონტრაქტი გააფორმა წამყვან ჰოლანდიურ მოტორსპორტულ გუნდ „ვან ამერსტოორფ რეისინგთან“, რომლის ბოლიდითაც გერმანიის ფორმულა 4-ის ჩემპიონატში იასპარეზებს. 15 წლის გერმანელისთვის ეს ღიაბორბლიან სარბოლო სერიებში პირველი ნაბიჯია, რითაც ფ1-სკენ აღმასვლას იწყებს. აქამდე ის კარტინგის რბოლებში ასპარეზობდა.
„ბოლო წლებში ტრადიციად გვექცა, რომ გერმანიის კარტინგის იუნიორთა ჩემპიონატის მეორეადგილოსანს, ჩვენს სიმულატორზე ტესტების სესიაზე ვიწვევთ. სწორედ ასე დავუკავშირდით მიკ შუმახერს შემოდგომაზე“, - ამბობს გუნდის შეფი და დამაარსებელი ფრიტს ვან ამერსტოორფი.
მისივე თქმით, სიმულატორზე ტესტების შემდეგ, გუნდმა მიკი ვალენსიაში, ფ4-ის ტესტებზე მიიწვია, რომლის დასრულების შემდეგაც, ახალგაზრდა პილოტი თავის ფ4-ის გუნდში მიიწვია. გერმანიის ფორმულა ოთხის ჩემპიონატი ოშერსლებენის ტრეკზე, აპრილში დაიწყება.

No comments:

Post a Comment