დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 2, 2015

ფეტელი: „ფერარი“ „მერსედესის“ უკანაა

Ferrari in the fight behind Mercedes, says Vettel
2 მარტი
სებასტიან ფეტელი ამბობს, რომ „მერსედსს“ ისევ აშკარა უპირატესობა აქვს მეტოქეებთან, თუმცა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სეზონისწინა ტესტებით კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ „ფერარი“ მერსედესისგან“ შორს არაა. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ „უილიამსი“ და „რედ ბული“ არანაკლებ კარგად არიან მომზადებული.
„ძირითადად, ყველაფერი გეგმის შესაბამისად მოხდა. ტესტების ბოლო სამი დღე განსაკუთრებით სარგებლიანი იყო. ჩვენ ბევრი წრის გავლა შევძელით, რამაც მანქანის საიმედობაში დაგვარწმუნა. თუმცა, ამ მხრივ კიდევ გვაქვს სამუშაო. რა შეეხება სისწრაფეს, ჩვენ ვიცით, რომ წინ ისევ „მერსედესი“ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასამარცხებლად. ოღონდ, მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდებით“, - ამბობს ფეტელი.
გერმანელი თვლის, რომ სამქიმიანებს სეზონის დასაწყისში კვლავ დიდი უპირატესობა ექნებათ, მათ უკან კი, რამდენიმე გუნდს შრის დაძაბული პაექრობა გაჩაღდება. „ახლა ძნელია იმის თქმა, თუ ვინ იქნება მათ უკან. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ალბათ თანაბრად ვიქნებით ჩვენ, „უილიამსი“ და „რედ ბული“. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს“.
კითხვაზე, ვინ დადგება ავსტრალიის რბოლის სტარტის წინა სამ რიგში, ფეტელი პასუხობს: „პირველი ორის გამოცნობა ადვილია, თუ მათ რაიმე პრობლემა არ შეექმნებათ. სამწუხაროდ, ეს ორი „მერსედესია“. მათ უკან კი, იმედი მაქვს, ორი „ფერარი“ იქნება. ამის იქით სულერთია“.

No comments:

Post a Comment